სვანაძის ახალი გუნდი შეთამაშებას იწყებს
სვანაძის ახალი გუნდი შეთამაშებას იწყებს
14.10.2025
ავტორი: თამარ ჯიშკარიანი

ახალი ფორმაციის საქართველოს 21-წლამდე ნაკრებმა ევროპის 2027 წლის ჩემპიონატის შესარჩევ ციკლში პირველი თამაში მოიგეს. რამაზ სვანაძის ახალგაზრდულმა ნაკრებმა, ტა ქალის "ცენტენარი სტედიუმზე" მალტას ნაკრები დიდ ანგარიშით, 0-5 დაამარცხა. რეალურად, თუ არ ჩავთვლით ფორმაციას, სვანაძის გაწვრთნილი გუნდებისთვის, მალტისა და თუნდაც ლატვიის ნაკრებების დამარცხება არ უნდა იყოს რთული, თუმცა, გამომდინარე მთელი რიგი გარემოებებიდან და პირველ რიგში, მხედველობაში გვაქვს ის გარემოება, რომ ახალგაზრდულს, პრაქტიკულად, შესარჩევი ციკლის პირველი თამაშები ამხანაგური ტოლფასი ჰქონდა, ვთვლით, რომ სვანაძის გუნდმა არც თუ ცუდი შთაბეჭდილება დატოვა.


„აუცილებლად საჭირო 3 ქულა იყო. მოხარული ვარ, რომ გავიმარჯვეთ და თან, დიდი ანგარიშით მოვიგეთ. რაც შეეხება თამაშს, ვფიქრობ, რომ ლოგიკური იყო, თამაშიდან გამომდინარე. თავიდან ბოლომდე გავაკონტროლეთ სიტუაცია და ყველაზე კარგი ის არის, რომ დღეს უფრო იგრძნობოდა ის მონახაზი და შეთამაშება, თუნდაც, სისტემურობა, რომელიც ჩვენ გვინდა ვიხილოთ. სამუშაო, კიდევ ბევრი გვაქვს და დარწმუნებული ვარ, დროსთან ერთად, კიდევ უფრო შეთამაშებული და ანგარიშგასაწევი გუნდი გავხდებით, რაც მნიშვნელოვანია ნოემბრის თამაშების წინ", - ამბობს მატჩის შემდეგ რამაზ სვანაძე.


მის 21-წლამდებს კი, ნოემბრის სანაკრებო ფანჯრის დროს, ჯგუფის ლიდერებთან უწევს თამაში თუმცა, მანამდე დღევანდელის შესახებ - დღეს, ანგარიში საბა ხარებაშვილმა გახსნა, დინამოელმა საგოლე გადაცემა, ცარიელ კარში გატანილი გოლით დააგვირგვინა 37-ე წუთზე. ამის შემდეგ, ულამაზესი გოლი, შორეული და ძლიერი დარტყმით ნიკოლოზ დადიანმა  გაიტანა. სვანაძის გუნდმა კი, პირველ ტაიმი 0-2 მოიგო. შორი მანძილიდან, მხოლოდ მეორე ტაიმში გაიტანა მესამე გოლი გიორგი ტაბატაძემ, 0-3. სანდრო ნარიმანიძის თავურით გატანილი გოლის შემდეგ, 71-ე წუთზე გაიტანა. 81-ე წუთზე კი, ალეკო ბასილაძემ დააფიქსირა.


„ძალიან კარგად ვიცით, რა დონის გუნდებთან მოგვიწევს თამაში. მოვემზადებით, გავაანალიზებთ. ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს ნაკრების მოთამაშეები, საკუთარ კლუბებში როგორ წარმოადგენენ თავსებს. ბიჭებთან მქონდა ამაზე საუბარი და ყველაზე მეტად მინდა აღვნიშნო, რომ ლოგიკურია ის მდგომარეობა, რომელშიც ამჯერად საქართველოს ახალგაზრდული ნაკრები იმყოფება. ლოგიკურია, ქულათა ის მარაგი, რომელიც ახლა ჩვენ გვაქვს", - ამბობს სვანაძე.


რამაზ სვანაძის გუნდი ამ შეხვედრაში შემდეგი შემადგენლობით ითამაშება: მიხეილ მაქაცარია, დავით ბუკია, ლუკა ლაცაბიძე, ალექსანდრე ნარიმანიძე, საბა ხარებაშვილი, გურამ ჯაფარიძე, ნიკოლოზ დადიანი, ირაკლი იეღოიანი, გიორგი ტაბატაძე, დიეგო დეისაძე, ლუკა წულუკიძე. სათადარიგო შემადგენლობა: გიორგი ყავლაშვილი,  ჟორჟე ქარსელაძე, დაჩი ლორთქიფანიძე, დათუნა გოცირიძე, ალეკო ბასილაძე, თემო ოდიკაძე, აკაკი გიუნაშვილი, ცოტნე ბერელიძე, ლუკა პარკაძე


მცირე ინფორმაცია სტატისტიკის მოყვარულებისთვის - აღნიშნული მატჩი, რამაზ სვანაძის ფორმაციის 21-წლამდელთა ნაკრებისთვის გამორჩეული იყო, რადგან 2021 წლიდან მოყოლებული 5 გოლი ახალგაზრდულმა პირველად გაიტანა, ასევე იგივე პერიოდში პირველად დაფიქსირდა 3-ბურთიანი, ან მეტი სხვაობით გამარჯვება. 3 ტურის შემდეგ ახალგაზრდულ ნაკრებს ჯგუფში 5 ქულა აქვს და მესამე ადგილს იკავებს.


ჩვენი გუნდი, შესარჩევში ასპარეზობას 13 ნოემბერს, ათენში, საბერძნეთთან მატჩით განაგრძობს, ხოლო 17-ში გერმანიას უმასპინძლებს.