
ქოჯაელში, თურქეთისა და საქართველოს ეროვნული ნაკრებების მატჩამდე სულ ცოტა დრო რჩება. იზმითიდან სტადიონის მიმართულებით, თბილისის დროით დაახლოებით 17:00 საათიდან გზები გადაკეტილი იყო. ქოჯაელის სტადიონსაც ჩვენი მისვლისას კინოლოგები საგანგებოდ ამოწმებდნენ. რამდენიმე თვის წინ, ანკარაში, თურქეთისა და საქართველოს პრეზიდენტების შეხვედრის დროს მოპატიჟებას, დასწრებოდა, მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის შეხვედრას, მიხეილ ყაველაშვილმა მიიღო. ბუნებრივია, რომ მატჩს, თურქეთის რესპუბლიკის პრეზიტენტი რეჯებ ტაიპ ერდოღანიც დაესწრებოდა.
შესაბამისად, სტადიონი და მისი მიმდებარე ტერიტორიაც საგანგებოდ არის დაცული. ერთადერთი ვისაც ეს ზომები არ ეხება, სტადიონის თავზე თოლიები არიან. თამაშის დაწყებამდე რამდენიმე საათით ადრე, საქართველოს ფეხბურთის ფედერაციამ, მასპინძლების კეთილი ნება გააჟღერა და ქართველი გულშემატკივრისთვის, საგანგებო ავტობუსები დანიშნა. თუმცა, აქვე, ფეხბურთის ფედერაციამ ხაზი გაუსვა იმ გარემოებას, რომ ეს არ იყო ფანების მსვლელობა.
რაც შეეხება ფანებს, ისინი ჩვენი ინფორმაციით სტამბოლში შეიკრიბნენ და 5 ავტობუსი, ასევე მსუბუქი ავტომობილებით, ესკორტის თანხლებით მოემართებიან ქოჯაელისკენ. ქართული ტრიბუნების შესასვლელებიც განსაკუთრებულად დაცულია. სტადიონზეც, გუნდების მოსვლამდე ცოტა დრო რჩება. მანამდე კი, ორგანიზატორები, ბოლოჯერ ამოწმებენ დეტალებს.
მოკლედ, ნებისმიერი ინციდენტის თავიდან ასაცილებლად სტადიონზე ყველა ზომა გატარებულია.
სპეციალურად ქოჯაელიდან