ახალგაზრდული ნაკრები მალტასთან სათამაშოდ მზადაა
ახალგაზრდული ნაკრები მალტასთან სათამაშოდ მზადაა
13.10.2025
ავტორი: თამარ ჯიშკარიანი


საქართველოს ახალგაზრდული ნაკრები, ხვალ, თბილისის დროით 21:00 საათზე, ევროპის ჩემპიონატის მიმდინარე საკვალიფიკაციო ეტაპზე მესამე კალენდარულ მატჩს გამართავს. რამაზ სვანაძის გუნდი, მალტაა ნაკრებს, ქალაქ ტა-ქალიში, „სენტენარიზე" დაუპირისპირდება.


სწორედ, ამ სტადიონზე, მატჩის წინა ივარჯიშა ჩვენმა გუნდმა, სადაც განწყობა, მთავარი მწვრთნელის გადმოცემით ნორმალურია. რამაზ სვანაძემ აღნიშნა, რომ რამდენიმე დღის წინ ჩატარებული თამაშის შემდეგ, გუნდმა მაქსიმალურად გამოიყენა არსებული დრო ძალების აღსადგენად.


„ხვალ, თამაშისთვის მზად ვართ. რა თქმა უნდა, ფიზიკურ კონდიციას ვგულისხმობ. არ ველოდები მარტივ თამაშს. ერთი ვიცი, რომ მესამე თამაშია და თუკი, ყველაფერი რაც ეს პერიოდი მუშავდება, ზუსტად შესრულდება, როგორც ვარჯიშებზე, ასევე თეორიულ მეცადინეობაზე, დარწმუნებული ვარ, ყველაფერი კარგად იქნება. ზოგადად ხვალ, ბევრ ფეხბურთელს, ძალიან ბევრი აქვს დასამტკიცებელი. ამ მხრივაც, მნიშვნელოვანი თამაშია და ვეცდებით, როგორც ყოველთვის, სახლში გამარჯვებული დავბრუნდეთ", - ამბობს სანაკრებო გვერდისთვის მიცემულ ინტერვიუში რამაზ სვანაძე.


 სვანაძის გუნდში, არაა გამორიცხული ხვალინდელ თამაშში ცვლილებები იყო. შეგახსენებთ, რომ გუნდში გამოძახებული დებიუტანტებიდან, ლატვიასთან, ახალწვეულებიდან მხოლოდ, გელა სადღობელაშვილს არ უთამაშია.


„საბრძოლო განწყობაა, ბრძოლისუნარიანობა შენარჩუნებული გვაქვს. „გავიარეთ" მალტის ნაკრები ვიცით მათი დადებითი და უარყოფითი მხარეები. ვთვლი, რომ ხვალ ის დღეა, როდესაც მიმდინარე გათამაშებაში პირველი სამი ქულა უნდა მოვიპოვოთ და საქართველოში დავბრუნდეთ გამარჯვებულები", - ამბობს მიშიკო მაქაცარია, საქართველოს 21-წლამდე ნაკრების მეკარე.


ამ მომენტისთვის საქართველოს ახალგაზრდულ ნაკრებს ევროპის 2027 წლის ჩემპიონატის შესარჩევ ციკლში, ორი შეხვედრა აქვს ჩატარებული, რომლებიც ფრედ არის დასრულებული,



სფფ-ის ფოტო