
საქართველოს ეროვნული ნაკრები ხვალ ქოჯაელის სტადიონზე, მსოფლიო ჩემპიონატის ჯგუფური ეტაპის რიგით მეორე შეხვედრას გამართავს. მატჩის წინა დღეს, მედიასთან ტრადიციული შეხვედრის დროს, ორივე გუნდის ფეხბურთელებმა აღნიშნეს, რომ ხვალინდელი შეხვედრა ფინალის ტოლფასია.
„ვიცით თურქეთის ნაკრები კარგი გუნდია, კარგი ფანებით. ხვალაც ველოდებით, რომ რთულ მატჩი გვექნება, მაგრამ თუ გვინდა მსოფლიოზე გასვლა, ეს ბარიერი უნდა გადავლახოთ. ესპანეთის თამაშის შემდეგ, ძალებს აღვიდგენთ და ხვალ, უნდა გავიმარჯვოთ. თუ გვინდა მსოფლიო ჩემპიონატზე გასვლა. უნდა ვიწამოთ ჩვენი ძლების და გუნდური თამაშით მივაღწიოთ შედეგს. ვიცი, რომ სტადიონზე ბევრი ქართველი გულშემატკივარი იქნება, რაც დიდი მოტივაციაა ჩვენთვის. ბუნებრივია, იქნება გარკვეული წნეხი, რაც ნებისმიერ თამაშს ახლავს, თუმცა უნდა ვიბრძოლოთ, არაფერი დავთმოთ და დადებითი შედეგი დავაფიქსიროთ", - ამბობს ანრი მექვაბიშვილი, რომელიც საქართველოს ეროვნული ნაკრების მთავარ მწვრთნელთან ერად დღეს, მედიასთან შეხვედრას დაესწრო.
ფინალის ტოლფასი - სწორედ, ასეთ შეფასებას აძლევს ოდნავ მოგვიანებით, ხვალინდელ მატჩს, თურქეთის ეროვნული ნაკრების ფეხბურთელი ქერიმ აქთურქოლუ, რომელიც თავად ქოჯაელის ადმინისტრაციული ოლქიდან არის და ამ მხარეშიც, ბავშვობაში ფეხბურთის თამაშში დიდი დრო გაუტარებია.
„თუ გავიმარჯვებთ ჩვენთვის ძალიან კარგი იქნება, მაქსიმალური კონცენტრაცია უნდა გამოვიჩინოთ. ჩვენს მაყურებელთან ერთად, ბევრის გაკეთება შეგვიძლია. თანაგუნდელებთან არაფერი მაქვს გასაყოფი (სარედაქციო - სხვათა შორის დაახლოებით მსგავსი შეკითხვა, თბილისში დასრულებული თამაშის შემდეგ, ჰაქან ჩალჰანოულსაც დაუსვეს და ერთ-ერთ თანაგუნდელთან ჩხუბიც კი „დააბრალეს", რაც მოგვიანებით, ორივე ფეხბურთელმა უარყო). სიტუაციას გამოვიყენებთ რადგან ჩვენთვის სასურველი შედეგით მივიღოთ. ესპანეთის თამაშიდან (სარედაქციო - საქართველოსთან გამარჯვების შემდეგ, თურქეთის ნაკრები ქონიაში ესპანეთის წინააღმდეგ განადგურდა) გამომდინარე, შესაძლოა, გულშემატკივარი სხვაგვარად ფიქრობდეს, მაგრამ ახლა უკეთესად ვითამაშებთ. მით უმეტეს, ჩემს სამშობლოში ვარ, აქ ბევრი მითამაშია ადრე. შესაბამისად, მნიშნელოვანია ჩემს კუთხეში თამაში. რა თქმა უნდა საქართველოსთან მატჩიც მნიშვნელოვანია ქალაქისთვის, კარგია ვინც ეს მოიფიქრა. ვფიქრობ, და იმედი მაქვს მოვიგებთ და უფრო გამიხარდება თუ გოლს გავიტან და გავიმარჯვებთ", - ამბობს ქერიმი.
რადგან გულშემატკივარზე და ქალაქზე ჩამოვარდა ლაპარაკი და ვიდრე მწვრთნელების ხვალინდელი მატჩისადმი დამოკიდებულებაზე გავამახვილებთ ყურადღებას, ორი პატარა დეტალის შესახებაც გვინდა გითხრათ, რომელმაც ჩვენი ყურადღება მიიპყრო. მით უმეტეს, რომ ეს გუნდები, ბოლო წელიწადნახევარში მესამედ ხვდებიან ერთმანეთს და სუფთა წყლის სპორტული შედეგი მიუხედავად, 2024 წლის ივნისში, დორტმუნდში გამართული მატჩის დროს, არც თუ სასიამოვნო ფაქტი მოხდა. სწორედ, აქედან გამომდინარე, ალბათ, გადაწყდა, რომ ხვალ თამაშის წინ, ფანების მსვლელობა არ იქნება. უფრო მეტიც, ფანები (ლაპარაკია, ფან ტრიბუნაზე) საქართველოდან, არა ქოჯაელში, ან იზმითის ცენტრში, არამედ, სტამბულიდან, უსაფრთხოებიდან გამომდინარე ესკორტით მოვლენ სტადიონზე.
ისე, ჩვენი ინფორმაციით, ხვალინდელ შეხვედრას საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილი დაესწრება. ბუნებრივია, ჩვენ არ ვიცით, აპირებს თუ არა იმავეს, თურქეთის პრეზიდენტი ერდოღანი, თუმცა, რამდენიმე თვის წინ, ანკარაში, პრეზიდენტების შეხვედრისას ლაპარაკი ფეხბურთზეც იყო და ხვალინდელი მატჩის მასპინძელი ქვეყნის პრეზიდენტმაც, სწორედ ფეხბურთზე, როგორც ორი ქვეყნის მეგობრობის და თანამშრომლობის ერთ-ერთ გამოხატულებაზე გაამახვილა ყურადღება. სხვათა შორის, ისევ დორტმუნდში გამართულ ევროს პირველი ტურის შეხვედრას გავიხსენებთ, ამ მატჩიდან, კიდევ ერთი უსიამოვნო განცდაზე, რომელიც ქართველ ქომაგს შემორჩა. როგორც ამბობენ და მე, გამომდინარე იქიდან რომ მოედნის სარბენ ბილიკზე ვიდექი და არც არაფერი გამიგია, არაა გამორიცხულია ვერ გაეგოთ თურქეთის ნაკრების ფეხბურთელებსაც, საქართველოს ჰიმნის დროს თურქი ქომაგების სტვენა. „პირადად მე პირველად მესმის მსგავსი რამ, ფეხბურთელებისთვის მთავარია, ურთიერთპატივისცემა და თამაშზე ორიენტირებულობა. შესაბამისად, მსგავსი დესტრუქციაც მიუღებელიაო", - ამბობს თურქეთის ნაკრების ფეხბურთელი.
ისე, ამ ორი გუნდის შეხვედრამდე, თბილისში, თურქეთის ფედერაციის მიერ, საკუთარ ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული სტატიის მიხედვით თუ ვიმსჯელებთ, თურქეთის ფეხბურთის მთავარი ორგანო მოუწოდებდა ქომაგებს, ხმამაღლა ემღერათ თურქეთის ჰიმნი და პატივი ეცათ მოწინააღმდეგის ჰიმნისთვის.
კიდევ ერთი საკითხი რამაც ქართულ მედიაში კითხვები გააჩინა, იყო, ჩვენი ეროვნული ნაკრების თამაშის დროს, საშინელი სუნი, აი ნაგვის მანქანას რომ ჩაუვლია და დაუტოვებია. თუმცა, ეროვნული ნაკრები ავტობუსის სტადიონიდან გასვლისთანავე ეს სურნელი, რომელიც საათზე მეტი გავიდა და ჯერ კიდევ თითქოს ვგრძნობთ, რატომღაც გაქრა. ბუნებრივია ეს კითხვა, არა პრეს-კონფერენციაზე, მაგრამ პირად საუბარში, ჩვენმა კოლეგამ მასპინძელი სტადიონის პასუხისმგებელ პირებს ჰკითხა, პასუხი კი, საკმაოდ არასანდო იყო - „ეს პრობლემა ჩვენც გვაწუხებს და ვთხოვთ, შესაბამის სამსახურებს დაგვხმარებოდნენ, მაგრამ ამაოდ. აქვე არის ნაგვის გადასამუშავებელი ქარხანა, რომელიც 4 დღის წინ დახურეს, თუმცა, „თუმცაო"... ქარის დაბერილზე, სუნი აქეთ წამოიღოო"... მოკლედ, ფიცი გვწამს, ბოლო გვაკვირვებს... მთავარია ხვალ, 3 ქულა ავიღოთ, რადგან ჯგუფიდან გასასვლელად, აუცილებლად გვჭირდება.
„ჯგუფში არის დიდი მონსტრი ესპანეთი. ჩვენ ვიცით, რომ გვაქვს შანსები, რომლებიც თურქეთთან და ბულგარეთთან გვქონდა მაქსიმალურად ვერ გამოვიყენეთ თბილისში. სამწუხაროდ, ამის გაკეთება ვერ მოვახერხეთ. თბილისში, პირველ 20 წუთი ძალიან ცუდად ვითამაშეთ და ვერ მოვახერხეთ იმის გაკეთება, რაც გვინდოდა და მოგვიანებით, უფრო მარტივად შეგვძლებოდა კვალიფიკაცია. ბევრი კარგი და პოზიტიური დავინახეთ მოგვიანებით, თუმცა, როგორც ვთქვი, პირველში დავიწყეთ ცუდად. ახლა ხვალ შევეცდებით პოზიციურად და აგრესიულად დავიწყოთ პირველი წუთებიდან და შედეგს მივაღწიოთ", - ამბობს ვილი სანიოლი, რომელიც შემდეგ დასძენს, „ვიცით, სადიდან მოვდივართ, ვიცით რომ ქართული ფეხბურთი ვითარდება. ყოველთვის გვაქვს ამბიცია, ყოველთვის ვოცნებობთ, რომ გქონდეს წარმატება. რა თქმა უნდა გვინდა ამერიკაში, მექსიკაში და კანადაში თამაში. თუ გინდა რომ ოცნება მოიყვანო რეალობაში, კარგად უნდა ითამაშო. ცხოვრებაში ყველაფერი პირველად ხდება, შარშან ევროპის ჩემპიონატზე ვითამაშეთ, რაც ასევე ისტორიული იყო. ფეხბურთი იმითაა საინტერესო და ლამაზი, რომ ასეთი სიურპრიზები ხდება. ჩვენი ისტორიის ნაწილი შარშან დავწერეთ ევროპის ჩემპიონატზე. ახლა კი მოუთმენლად ველით, რომ ბავშვებისთვის კიდევ ბევრი დადებითი გვერდი დავწეროთ".
ბუნებრივია, ვილი სანიოლიმ არ ილაპარაკა იმ დეტალებზე, რომელიც ფეხბურთელებთან ესპანეთთან თამაშის შემდეგ ჰქონდა - ეს ჩვენს შორის რჩებაო. მითუმეტეს, არაფერს იტყოდა პრესკონფერენციაზე, რომელსაც ქართველების გარდა, სხვა ჟურნალისტებიც ესწრებოდნენ. „მცველებს რაც შეეხება, მარცხენა მცველის პოზიცია, ეს არაა დღევანდელი პრობლემა და ჯერ სწორი გამოსავალი ვერ ვიპოვეთ. კონკრეტულ ფეხბურთელზე არ ვლაპარაკობ. მარცხენა ფლანგზე სწორად თამაშის სისტემას ვგულისხმობ. აზაროვმა ჩვენთან საკმაოდ ბევრი მატჩი ჩაატარა, მაგრამ „შახტარში" მას არ აქვს ბევრი სათამაშო პრაქტიკა, კლუბში პრობლემები აქვს, ამიტომ, მისთვის რთული სიტუაციაა. მიუხედავად ამისა, დარწმუნებული ვარ, ვინც არ უნდა ითამაშოს ხვალ ამ პოზიციაზე, კარგად ითამაშებს", - ამბობს ვილი.
საქართველოს ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა არ გამორიცხა შემადგენლობაში ცვლილებები, თუმცა, ეს ისედაც ცნობილი იყო, რადგან ასეც და ისეც, თუნდაც ლუკა ლოჩოშვილი ამ შეხვედრაში ითამაშებს. სანიოლის აზრით, საქართველოს ნაკრებისთვის მთავარია იდენტობის პოვნა და მისი, მთელი თამაშის მანძილზე შენარჩუნება.
„დარწმუნებული ვარ, რომ ესპანეთთან თამაშისგან განსხვავებული იქნება, რადგან მხოლოდ საკუთარი იდენტობითა და თვისებებით შეგვიძლია, განსაკუთრებულის შექმნა. ყველამ ვიცით, რომ თუ 2-3%-საც დავაკლებთ, შანსი არ გვექნება. თუმცა, როგორც უკვე ვთქვი, მოთამაშეებთან ბევრი ვისაუბრეთ და დარწმუნებული ვარ, ისინი სრულად მოტივირებულები არიან, რათა ხვალ სრულიად განსხვავებულად წარმოვაჩინოთ თავი, ვიდრე ორი დღის წინანდელ მატჩში", - თქვა სანიოლმა.
მოწინააღმდეგე გუნდის პატივისცემას, ვილი სანიოლის მიერ გაწეული სამუშაოს დაფასება, საკუთარი გუნდის სულისკვეთება, განსაკუთრებით იმ მხარეში, საიდანაც მისი გუნდის შემადგენლობიდან დიდი ნაწილია და რა თქმა უნდა, ხვალინდელ თამაშში მოგების აუცილებლობაზე ილაპარაკა ვინჩენცო მონტელამაც, თურქეთის ნაკრების მთავარი მწვრთნელმა.
„რაც არ უნდა მოხდეს ეროვნული ნაკრების ყველა თამაში მნიშვნელოვანია. ამას ჩემს მოთამაშეებს ყოველთვის ვეუბნები. შევარჩიე განსაკუთრებული მოთამაშეები და მატჩიდან მატჩამდე ვცდილობთ განვავითაროთ გუნდში სიტუაცია. ამ გარემოებიდან გამოდინარე ვხელმძღვანელობ და კიდევ, მოთამაშეების მზადყოფნით კონკრეტული თამაშისთვის. ფეხბურთელები რომლებიც ამ შეკრებაზე იყვნენ სრულ პასუხისმგელობას გრძნობდნენ. ეს გუნდები ევროპაზეც დაუპირისპირდნენ და ვიცით ვისთანაც გვაქვს საქმე.
ბოლოს მინდა ვთქვა, რომ თქვენი ეროვნული ნაკრების მიმართ იყოთ პატივისცემით. როდესაც 2012 იყო ევროზე, მას შემდეგ, წყვეტა იყო 6 წელი. 2024 წლის ევროპაზე ვითამაშეთ პატივი უნდა სცეთ ბოლომდე საკუთრ გუნდს, ყველა ცდილობს იყოს შესარჩევი ჯგუფის სათავეში, თუმცა, ყოველთვის ისე არ ხდება როგორც გვინდა," - აღნიშნა მონტელამ.
მოკლედ, ასე, დანარჩენი უკვე ხვალ გაირკვევა, თამაშის დროს, რომელიც ჩვენთვის სვეტიცხოვლობა დღეს, 14 ოქტომბერს, თბილისის დროით 22:45 საათზე დაიწყება. იმედი გვაქვს, გუნდებს შორის გამართული მატჩების მოგება-წაგების მაჩვენებელიც ოდნავ შეიცვლება. ჯერ-ჯერობით კი, თურქები გვჯობნიან, შორს რომ არ წავიდეთ, მხოლოდ ბოლო 15 თვეში თავს გამართული სპარინგებიდან გამომდინარეც.
სპეციალურად ქოჯაელიდან / მადლობას ვუხდით სკ „დინამო თბილისს" დახმარებისთვის, საიდანაც ეროვნული ნაკრების ბირთვია, თუმცა, კონკრეტულ მომენტში, გუნდს, მხოლოდ ექიმები წარმოადგენენ