
ქართველმა ფრენბურთელმა ქალმა ანა კალანდაძემ, ახალ გუნდთან, „არას ქარგოსთან" ერთად, თურქეთის თასის ¼ ფინალში გასვლის შემდეგ, თურქეთის ჩემპიონატის „სულთანლარ ლიგის" პირველი ტურის შეხვედრა გამართა. „არას ქარგომ" იზმირში, თურქული სპორტის გრანდის, „ფენერბახჩეს" ქალ ფრენბურთელთა გუნდს უმასპინძლა და 1-3 (15-25, 25-15, 18-25, 13-25)დამარცხდა.
ქართველმა აღნიშნულ თამაშში, ძირითად შემადგენლობაში დაიწყო და მისი ერთ-ერთი შეტევა და აღებული ქულა სამმაგი ბლოკის წინააღმდეგ, მატჩის ჰედლაინებშიც მოხვდა. შეგახსენებთ, რომ ანა, გასულ სეზონში სტამბოლის „გალათასარაის" ღირსებას იცავდა, თუმცა, მცირე სათამაშო დროის გამო, მას გუნდის შეცვლა მოუხდა.
კიდევ ერთმა ქართველმა ლეგიონერმა ქალმა, ანა თევდორაძის შესანიშნავი თამაში ჩაატარა ამერიკის D1 ლიგაში, „კენტუკის" გუნდის წინააღმდეგ. მისმა LSU-იმ, საშინაო შეხვედრაში 0-3 (25-22, 25-18, 25-23) წააგო. ამ თამაშში ქართველმა ოთხი ბლოკი დააყენა.