საერთაშორისო მატჩების გამოცდილება - „ბათუმის თასზე“ „დინამო თბილისმა“ ვერცხლის მედლები მოიგო
საერთაშორისო მატჩების გამოცდილება - „ბათუმის თასზე“ „დინამო თბილისმა“ ვერცხლის მედლები მოიგო
13.10.2025
ავტორი: თამარ ჯიშკარიანი

8-12 ოქტომბრის ჩათვლით ბათუმში, 15-წლამდე ფეხბურთელებს შორის ტრადიციული ტურნირი, „ბათუმის თასი - 2025" გაიმართა, რომელშიც 8 გუნდი მონაწილეობდა. წილისყრით ორგანიზატორებმა, გუნდები ორ ჯგუფში გადაანაწილეს.


A ჯგუფში ასპარეზობდა „დინამო თბილისის" 15 - წლამდეთა გუნდი, რომელმაც თავდაპირველად რუხის აკადემიის გუნდი დაამარცხა მინიმალური ანგარიშით 1-0 (გოლი - ქურასბედიანი), ამის შემდეგ, ანგარიშით 2-0 მოუგო (გოლები - კვარაცხელია, სახვაძე) პსვ ეინდჰოვენს (ნიდერლანდები), ბოლოს კი, დონეცკის „შახტარი" (უკრაინა) დაამარცხა 2-0 (გოლები - სახვაძე,  ელიავა) და 1/2 ფინალში გავიდა, სადაც ტურნირის მასპინძელი ქალაქის „პორტუს ბათუმს" სძლია 1-4 (გოლები - კობზონაძე (x2), სახვაძე,  გოგუა) და ფინალში გავიდა. აქ კი, ქართული გუნდის მეტოქე კვლავ, პსვ ეინდჰოვენი იყო. დაძაბული შეხვედრა, ნიდერლანდელთა გამარჯვებით 2-3 (სახვაძე, ხოშტარია) დასრულდა. „დინამო თბილისმა" კი, მეორე ადგილი დაიკავა.


B ჯგუფში ასპარეზობდნენ „ვალენსია" (ესპანეთი), აპრ სლეისენი (პოლონეთი), ბათუმის „პორტუსი" და „იბერია 1999".  


„ბათუმის თასი" - 2025 „დინამო თბილისის 15-წლამდე გუნდის შემადგენლობა ასე გამოიყურებოდა: ოთო გურიელი, ლუკა ფუტკარაძე, ნიკოლოზ კობზონაძე, ირაკლი ხვიჩია, დათა ელიავა, ნიკოლოზ თომაევი, ანდრია ფოცხვერია, თორნიკე ფილაური, დავით მაჭარაშვილი, ანდრია ოჩიგავა, დემეტრე მასხარაშვილი, ბუბა ხოშტარია, ალექსანდრე სიხარულიძე, დემეტრე ქურასბედიანი, სანდრო ბინიაშვილი, გიორგი აბულაძე, ედუარდ შევარდნაძე, გაბრიელ გოგუა, თორნიკე კვარაცხელია, ნიკოლოზ სახვაძე, ლევან ჭიკაიძე და დემეტრე გელაშვილი.



ტურნირის ფოტოები