
10 და 12 ოქტომბერს, საქართველოს 19-წლამდე საფეხბურთო ნაკრებმა ქალაქ ზეიცაში ბოსნია ჰერცეგოვინას წინააღმდეგ, ორი ამხანაგური მატჩი გამართა. ვასილ მაისურაძის გაწვრთნილი გუნდი პირველ შეხვედრაში 10 ოქტომბერს, ანგარიშით 2-1 დამარცხდა, ხოლო მეორეში, რომელიც დღეს გაიმართა 1-3 გაიმარჯვა.
აღსანიშნავია, რომ პირველ შეხვედრაში, ნიკოლოზ ელისაშვილის მიერ 26-ე წუთზე გატანილი გოლის წყალობით, ჩვენი 19-წლამდე ნაკრები იგებდა, თუმცა, მეორე ტაიმის სტარტზევე, მასპინძლებმა გათანაბრება მოახერხეს, 73-ე წუთზე კი, გამარჯვების გოლიც გაიტანეს.
რაც შეეხება დღეს გამართულ შეხვედრას, გოლები მეორე ტაიმში გავიდა და ანგარიში, 47-ე წუთზე მასპინძლებმა გახსნეს. თუმცა, 49-ე წუთზე, „დინამო თბილისის" ფეხბურთელების გარჯას შედეგი მოჰყვა, რეზი დანელიას გადაცემის შემდეგ, ანგარიში ჰალიდ დოლტმურზიევმა გაათანაბრა. 57-ე წუთზე ლაშა ხუციშვილის გადაცემის შემდეგ, ჩვენი ნაკრები საბა მურვანიძემ დააწინაურა. 82-ე წუთზე კი, ნიკოლოზ შალიკიანის გადაცემა, გოლით რეზი დანელიამ დააგვირგვინა.
შეგახსენებთ, რომ ვასილ მაისურაძემ, რომლის 19-წლამდე ნაკრები ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო რაუნდისთვის ემზადება, 21 ფეხბურთელს დაუძახა.
მეკარეები: მათე ღაღვიშვილი („დინამო თბილისი"), დაჩი ჩოჩოშვილი („დინამო თბილისი"), გიორგი ღონღაძე („დინამო თბილისი"), მცველები: ნიკოლოზ ბოჭორიშვილი („იბერია 1999"), მათე შათირიშვილი („დინამო თბილისი"), ალექსანდრე ამისულაშვილი („იბერია 1999"), დაჩი გოგოლი („ლოკომოტივი" თბილისი), ნიკოლოზ გვაზავა („დინამო თბილისი"), საბა მურვანიძე („იბერია 1999"), შოთიკო დიაკონიძე („დინამო თბილისი"), ლუკა კუპრავა („ტორპედო" ქუთაისი); ნახევარმცველები: გიორგი კობახიძე („დილა" გორი), საბა ნიორაძე („დინამო თბილისი"), ნიკოლოზ ელისაშვილი („დინამო თბილისი"), რეზი დანელია („დინამო თბილისი"), გიორგი ჩუბინიძე („ბორნმუთი", ინგლისი), ლაშა ხუციშვილი („დინამო თბილისი"); თავდამსხმელები: ხალიდ დოლტმურზიევი (დინამო თბილისი), ნიკოლოზ ჩიქოვანი („შარლერუა", ბელგია), ნიკოლოზ შალიკიანი („იბერია 1999"), დავით გოგილაშვილი („იბერია 1999").
ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპი კი, 12-18 ნოემბერს ხორვატიაში გაიმართება და ქართველთა გუნდი, მასპინძელ ხორვატიასთან, გიბრალტართან და სერბეთის ასაკობრივ ნაკრებებთან ერთად შეეცდება გათამაშების მომდევნო ეტაპზე გასვლას.
ფოტო: © ბოსნია და ჰერცეგოვინას ფედერაცია





ჩვენ







