საქართველოს ეროვნული ნაკრები ქოჯაელში ჩამოვიდა
საქართველოს ეროვნული ნაკრები ქოჯაელში ჩამოვიდა
12.10.2025
ავტორი: თამარ ჯიშკარიანი

საქართველოს ეროვნული ნაკრები დღეს, დღის მეორე ნახევარში თურქეთში, სტამბოლიდან საათის საავტომობილო სავალში, ქოჯაელის პროვინციაში ჩამოვიდა და იზმითში დაბინავდა. საქართველოს სანაკრებო გვერდის ცნობით, მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის მეოთხე შეხვედრის წინ, ვილი სანიოლის გუნდი, თამაშის მასპინძელ, ქოჯაელის სტადიონზე ივარჯიშებს.


ჩვენი გუნდი ქართული და ადგილობრივი მედიისთვის 17:30 წუთზე, 15 წუთი ღია ვარჯიშს ჩაატარებს, შემდეგ, ვილი და მისი გუნდი დარჩენილი 45 წუთი ხვალინდელი მატჩისთვის მოემზადებიან. მიუხედავად იმისა, რომ დღეს, იზმითში და ზოგადად ქოჯაელში წვიმდა გვარიანადაც გრილოდა, ხვალ, ტემპერატურა 20 გრადუსამდე აიწევს და წესით წვიმაც არ უნდა იყოს. თუმცა, ასეც და ისეც, ქოჯაელის სტადიონზე, რომელიც 34.829 გულშემატკივარზეა გათვლილი ქართული გუნდი, განსხვავებით მასპინძელი თურქეთის ნაკრებისგან ივარჯიშებს. თურქებმა ვარჯიში, სტამბოლში, თურქეთის ფეხბურთის ფედერაციის ბაზაზე გადაწყვიტეს. ისე, ვინჩენცო მონტელას, ჯერ კიდევ გერმანიაში, ევროპის ჩემპიონატიდან მოყოლებული დავაკვირდით, მასპინძელ სტადიონზე მატჩის წინა ვარჯიში არ უყვარს.


ტრადიციულად, საწვრთნელი პროცესი დაწყებამდე  საქართველოს ნაკრების მთავარი მწვრთნელის ვილი სანიოლის პრეს-კონფერენცია გაიმართება და ადგილობრივი დროით 17:00 საათზე დაიწყება


20:45 საათზე კი, ამავე სტადიონზე, თურქეთის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პრეს-კონფერენცია  გაიმართება.


თურქეთის ფეხბურთის ფედერაციის ცნობით, შეხვედრა, რომელიც 14 ოქტომბერს, თბილისის დროით 22:45 (ანკარას დროით 21:45) საათზე დაიწყება, გულშემატკივარს, 19:45-დან (18:45) წუთიდან მიიღებს.


აქვე გეტყვით, რომ თურქეთისა და საქართველოს ეროვნული ნაკრებების შეხვედრას რუმინელ მსაჯთა ბრიგადა, რადუ პეტრესკუ ხელმძღვანელობით მოემსახურება.



სპეციალურად ქოჯაელიდან

სფფ-ის ფოტო / ლაშა კუპრაშვილი