„თრიალეთის თასი“ საქართველოდან არავის გავატანეთ
„თრიალეთის თასი“ საქართველოდან არავის გავატანეთ
11.10.2025
ავტორი: თამარ ჯიშკარიანი

დღეს, თბილისის ყინულის სასახლეში დასრულდა საქართველოსთვის ისტორიული საერთაშორისო შეჯიბრი ფიგურულ ციგურაობაში. სენიორებს შორის ISU-ს ჩელენჯერის სერიის ჩემპიონატი „თრიალეთის თასი 2025", მასპინძელი ქართული გუნდისთვის ტრიუმფალური გამოდგა. ნიკა ეგაძის, ასევე დიანა დეივისისა და გლებ სმოლკინის შემდეგ დღეს, ქალთა ერთეულთა კატეგორია ანასტასია გუბანოვამ, სპორტულ წყვილებში კი, ანასტასია მეტელკინამ და ლუკა ბერულავამ მოიგეს.


„თრიალეთის თასის" დასკვნითი დღე ერთეული ქალების თავისუფალი პროგრამით დაიწყო, რომელსაც მოკლე პროგრამის შემდეგ, ანასტასია გუბანოვა ლიდერობდა. საქართველოს წარმომადგენელი, 25 მონაწილეს შორის ყინულზე ყველაზე ბოლოს, 25-ე გამოვიდა 137.93 (70.51/67.42) ქულა დაიმსახურა, რაც თავისუფალ პროგრამაში საუკეთესო იყო. ორი პროგრამის ჯამში კი, გუბანოვამ, 203.69 ქულა დააგროვა და მეორე ადგილზე გასულ ისრაელის წარმომადგენელს, მარინა სენიუკს 17.89 ქულით გაასწრო.


თავისუფალ პროგრამაში, ანასტასია მეტელკინასა და ლუკა ბერულავას წყვილმა 148.07 (77.98/70.09) ქულით პირველი ადგილი დაიკავა. გამომდინარე იქიდან, რომ მოკლე პროგრამის შემდეგაც პირველები, ანასტასია და ლუკა იყვნენ, ორი პროგრამის ჯამში 225.20 ქულით, მათ მოახერხეს ტურნირის მთავარი პრიზის მოგება. თუმცა, მოკლე პროგრამის შემდეგ, მეტელკინა და ბერულავა დაახლოებით სამი ქულით უსწრებდნენ გერმანულ წყვილს. შესაბამისად, საკუთარი გულშემატკივრის წინაშე, მათ მაქსიმალურად მოუხდათ კონცენტრაცია. საბოლოოდ კი,  მინერვა ჰასესა და ნიკიტა ვოლოდინის წყვილს, რომელიც მეორე ადგილზე გავიდა, ჩვენებმა 19.92 ქულით აჯობებს.


ამრიგად, „თრიალეთის თასის" პირველ გათამაშებაში, ყველა გამარჯვებული ქართული გუნდიდან იყო.



ტურნირის ყველა შედეგი იხილეთ მბულზე.