
თორნიკე შენგელიას „ბარსელონამ" ევროლიგის მე-3 ტურში „ვალენსია" დაძაბულ ორთაბრძოლაში ანგარიშით 108-102 (26-25, 22-24, 30-26, 30-27) დაამარცხა. პერიოდების მიხედვითაც ჩანს, რომ საქართველოს ეროვნული ნაკრების კაპიტნის გუნდმა, რომელმაც პირველი ტაიმი 1 ქულით 48-49 წააგო, მესამე მეოთხედში მცირე უპირატესობა მიპოვა, რომელიც დასკვნით მეოთხედში გაზარდა და საბოლოოდ, გაიმარჯვა.
თოკომ, სასტარტო შემადგენლობიდან დაიწყო და 12 ქულა დააგროვა, 2-2 მოხსნითა და გადაცემით. ჩვენმა კაპიტანმა პარკეტზე 29:56 წუთი გაატარა. მომდევნო მე-4 ტურის შეხვედრას შენგელიას გუნდი, გასვლაზე, თელ-ავივის „მაქაბისთან" 14 ოქტომბერს გამართავს.
დღესვე, მე-3 ტურის შეხვედრაში, ჩვენი ნაკრების ნატურალიზებული ლეგიონერის კამარ ბოლდუინის „ბაიერნი", ვილნიუსის „ჟალგირისთან" საშინაო შეხვედრაში 70-98 განადგურდა. კამარმა მხოლოდ 3 ქულა დააგროვა, 2 მოხსნასთან და 1 გადაცემასთან ერთად. თუმცა, არც პარკეტზე გაუტარებია დიდ დრო, მხოლოდ 08:37 წუთი მიეცა სათამაშოდ.
სამი ტურის შემდეგ, „ბარსელონა" სატურნირო ცხრილში მე-9 ადგილზეა, „ბაიერნი" კი, ბოლოდან მესამე, მე-19 ადგილზე. ათეულთან ახლოს არის „ფენერბახჩე", რომლის მე-5 ტურის შეხვედრასაც, „ბაიერნის" წინააღმდეგ, დიდი ალბათობით, ჩვენი ვებ-გვერდიც დაესწრება.
ამასობაში, ევროლიგის მენეჯმენტის, ევროლოგის კლუბების , ნაციონალური საკალათბურთო ასოციაციის მენეჯმენტისა და ფიბა-ს შეხვედრა 2025 წლის 8 ოქტომბერს, ჟენევაში გაიმართა. შვეიცარიაში გამართული ეს შეხვედრა იყო მეორე, რომელიც ამ მომენტში მხარეებს შორის ჩატარდა და ახალ საკლუბო ჩემპიონატს - „NBA Europe"-ის შესაძლო დაფუძნებას ემსახურება. წინა შეხვედრაზე ევროლიგამ თანამშრომლობის ფარგლებში შექმნილი პროექტი წარმოადგინა, თუმცა, ამ დრომდე, თანამშრომლობის ფორმატის ირგვლივ ამ ეტაპზე გაურკვევლობაა. ამ ეტაპზე, მხარეებს, მხოლოდ კონსტრუქციული დიალოგი ხიბლავთ.
ფოტო: (c) Barça Basket





ჩვენ







