
ქართველო ფრენბურთელი ქალი ანა კალანდაძე და მისი ახალი თურქული კლუბი „არას ქარგო", თურქეთის ქალთა თასის გათამაშების მეოთხედფინალშია. როგორც თურქული მედია აღნიშნავს, იზმირის გუნდმა ამის გაკეთება, თითქმის რამდენიმე წლიანი პაუზის შემდეგ მოახერხა.
სამ გუნდიან ჯგუფში, პირველი შეხვედრის მოგების შემდეგ, „არას ქარგომ", დღეს, „ნულიფერი" დაძაბულ ბრძოლაში 3-2 (25-23, 25-17, 16-25, 21-25, 15-11) დაამარცხა, ჯგუფში პირველი ადგილი დაიკავა და გათამაშების მომდევნო ეტაპზე გავიდა.
ჯერ-ჯერობით უცნობია, თუ ვის დაუპირისპირდება ქართველი ფრენბურთელი ქალის გუნდი გათამაშების მომდევნო ეტაპზე. თუმცა, ანა კალანდაძეს „არას ქარგოს" უკვე 12 ოქტომბერს ელის მორიგი მატჩი. სწორედ ამ დღეს, სტარტს აიღებს, ფრენბურთში ქალთა შორის „სულთანლარ ლიგის" ახალი, 2025-2026 წლების სეზონი, რომელშიც 14 გუნდი მონაწილეობს. საქართველოს ქალ ფრენბურთელთა ეროვნული ნაკრების წევრი, თურქეთის ქალთა ჩემპიონატის სასტარტო შეხვედრაში 12 ოქტომბერს „ფენერბაჰჩეს" უმასპინძლებს.
შეგახსენებთ რომ ანა კალანდაძე „არას ქარგოში" რამდენიმე თვის წინ „გალათასარაიდან" გადავიდა. იზმირში „გადაბარგების" ერთ-ერთი და ალბათ, მთავარი მიზეზი კი, „გალაში" მცირე სათამაშო დრო იყო.
სარედაქციო შენიშვნა - ისეთი დიდი ქვეყნისთვის, როგორიც თურქეთია შესაძლოა 266 606 ციფრი არაფრის მანიშნებელია, თუმცა, სწორედ ამდენი ქალი ფრენბურთელია რეგისტრირებული დღეს, მეზობელ ქვეყანაში მიმდინარე ტურნირებზე. ბუნებრივია, მათ შორის არიან ლეგიონერებიც და ჩვენი ანა კალანდაძეც.