სექტემბერში დაშვებული შეცდომები გაანალიზებულია, ხვალ გუნდი 3 ქულისთვის გავა
სექტემბერში დაშვებული შეცდომები გაანალიზებულია, ხვალ გუნდი 3 ქულისთვის გავა
09.10.2025
ავტორი: თამარ ჯიშკარიანი

ხვალ, თბილისის დროით 19:00 საათზე საქართველოს ახალგაზრდული ნაკრები, ევროპის 2027 წლის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის მორიგ შეხვედრას გამართავს. რამაზ სვანაძის გუნდი, რიგაში, რფს-ის სტადიონზე ლატვიის ნაკრებს დაუპირისპირდება.


„ლატვიასთან რთულ თამაშს ველოდებით. ძალიან კარგად ვიცით, რომ გჭირდება ქულები, ამიტომ ყველაფერს გავაკეთებთ, რომ სასიკეთოდ დამთავრდეს ხვალინდელი შეხვედრა. ნებისმიერ შემთხვევაში, ჩემი გუნდისგან ველოდები, რომ ჩვენ გვექნება პროგრესი, პირველ რიგში თამაშში. ახალი შეკრებილები ვართ და ჩვენთვის, ძალიან მნიშნელოვანია, რომ ნებისმიერი მომდევნო შეხვედრა იყოს, იმაზე უფრო კარგი, თამაშიც ხარისხით იმაზე უფრო ძლიერი, პირველ თამაშთან შედარებით. ამიტომ, ოქტომბრის შეკრება ჩვენთვის ძალიან მნიშნელოვანია. ამის შემდეგ გვრჩება წელს, მხოლოდ ნოემბრის შეკრება, რომლის დროსაც ვეთამაშებით ჯგუფის ლიდერებს. რეალობა არის ის, რომ ამ შეკრებისა და თამაშების დასრულების მერე გვეცოდინება, კონკრეტულად სად ვართ ამ მომენტში და თვალნათელი იქნება", - ამბობს რამაზ სვანაძე, რომელიც განახლებული საქართველოს 21-წლამდე ნაკრებს, მის კონდიციას, მხოლოდ ამის შემდეგ შეაფასებს.


ამ მომენტისთვის სვანაძის გუნდს, ევროპის 2027 წლის შესარჩევი ეტაპის პირველი წრე ჩამთავრებული ექნება. დიდი ალბათობით, ფეხბურთელები, რომელთა უმრავლესობაც, მიუხედავად იმისა, რომ „დინამო თბილისის" აკადემიის აღზრდილია, თუმცა, ახლა საკლუბო დონეზე, ძირითადად სხვადასხვა გუნდებში ასპარეზობენ, საბოლოოდ შეთამაშდებიან. რა თქმა უნდა ნაკრების დარჩენილ ბირთვთან ერთად. მანამდე კი, სვანაძის გუნდს, მცირედი ცვლილებით, შეგახსენებთ, რომ ოქტომბრის ფანჯარას ტრავმის გამო ტოვებს გაბრიელ სიგუა, ხვალ ლატვიას დაუპირისპირდება.


„შეკრება ძალიან კარგად მიდის. გავიარეთ ტაქტიკურად და ტექნიკურად ბევრი რამ. რაც ყველაზე მთავარია, არ არის ტრავმები, ერთადერთი დანაკლისი არის სიგუა. გავიარეთ ჩვენი შეცდომები რაც პირველი თამაშისას დავუშვით. ვეცდებით, რომ ეს შეცდომები გამოვასწოროთ და ლატვიასთან აღარ გავიმეოროთ. ამისთვის ყველა მობილიზებულები ვართ", - ამბობს საბა ხარებაშვილი, საქართველოს 21-წლამდე ნაკრებისა და „დინამო თბილისის" ფეხბურთელი.


შეგახსენებთ, რომ საქართველოს 21-წლამდე ნაკრები სლოვაკეთში გამართული ევროპის ახალგაზრდული ჩემპიონატის შემდეგ, კარდინალურად შეცვლილია. პირველი შეხვედრა კი, ჩენმა ახალგაზრდებმა 9 სექტემბერს ქუთაისში, ჩრდ. ირლანიის წინააღმდეგ გამართეს და ფრედ 1-1 ითამაშეს.



სფფ-ის ფოტო