ზედიზედ მეორედ ოთარ კიტეიშვილი ავსტრიულ ბუნდესლიგაში საუკეთესოა
ზედიზედ მეორედ ოთარ კიტეიშვილი ავსტრიულ ბუნდესლიგაში საუკეთესოა
07.10.2025
ავტორი: თამარ ჯიშკარიანი

ვენაში, „გლობუსის" სტადიონზე, Bruno Gala-ს რიგით 29-ე დაჯილდოებაზე, ავსტრიული საფეხბურთო საზოგადოება საქართველოს ნაკრებისა და გრაცის „შტურმის" ქართველ ლეგიონერს ოთარ კიტეიშვილს აპლოდირებდა. ჩვენი ეროვნული ნაკრების „ხერხემალი", რომელიც სექტემბრის სანაკრებო ფანჯრის დროსაც ჩვენს გუნდს ძალიან დააკლდა, ზედიზედ მეორედ ავსტრიის ბუნდესლიგის 2025  წლის სეზონის საუკეთესო მოთამაშედ აღიარეს.


Bruno Gala-ს ცერემონიაზე წელს, 16 კატეგორიაში, საერთო ჯამში 46 ნომინანტი იყო და მათ შორის ჩვენი „კიტე". საერთო ჯამში, ღონისძიებაზე 900 სტუმარი იყო მიწვეული. თავად დაჯილდოება, ავსტრიული ფეხბურთის ლეგენას ბრინო პეცეის სახელს ატარებს და 1997 წლიდან იმართება.


აქვე შეგახსენებთ, რომ ოთარ კიტეიშვილი, ამ მომენტში ალიკანტეშია და ვილი სანიოლის შეკრებილ საქართველოს ნაკრებთან ერთად, მსოფლიოს 2026 წლის ჩემპიონატის მესამე და მეოთხე თამაშისთვის ემზადება. რომელთაგან პირველს, ჩვენი ნაკრები 11 ოქტომბერს, ელჩეში, ესპანეთის ნაკრების წინააღმდეგ ჩაატარებს.