მხოლოდ ერთი მედალი ლიმადან, თუმცა, მსოფლიო ჩემპიონის!
მხოლოდ ერთი მედალი ლიმადან, თუმცა, მსოფლიო ჩემპიონის!
08.10.2025
ავტორი: თამარ ჯიშკარიანი

პერუში დასრულებულ 20-წლამდეთა მსოფლიო ჩემპიონატზე ქართულმა გუნდმა ერთი მედლით დაასრულა ასპარეზობა. აღნიშნულ ასაკობრივ კატეგორიაში მსოფლიოს ჩემპიონი 19 წლის თორნიკე გიგაური გახდა, რომელიც -66კგ წონით კატეგორიაში ასპარეზობდა. ფინალურ ორთაბრძოლაში, ნეიტრალური ქვეყნის სტატუსით მოასპარეზე აბდულახ პარშიევი იპონით დაამარცხა (იხილეთ ვიდეო). იმას გარდა, რომ გიგაური მსოფლიო ჩემპიონო გახდა, ამ ბიჭზე, ყურადღების გამახვილება, თუნდაც, იმ ბრძოლისუნარიანობის გამო ღირს, რომელიც ამ ბიჭმა გამოიჩინა. 19 წლის ქართველმა პირველმა გაუშვა იუკო, ამის შემდეგ მოწინააღმდეგემ ვაზარი აიღო, გიგაურს კი, შიდო მისცეს. მიუხედავად ამისა, დარჩენილ 1.09 წამში, თორნიკემ მებრძოლი ხასიათი გამოავლინა და იპონით გაიმარჯვა.


მედალთან ახლოს იყო -81 კგ წონით კატეგორიაში მოასპარეზე სანდრო ახლოური, რომელმაც 1/8 ფინალში თურქ სელიმ არი ემირს სძლია და 1/2 ფინალში გასასვლელად კი, ნეიტრალური ქვეყნის წარმომადგენელთან, ახმედ ტურლიევთან, ჩვენი აზრით, ზედმეტი ემოციურობის გამო უფრო, ვიდრე უყურადღებობის დამარცხდა. ეს განწყობა და ანალოგიური შეცდომები კი, რეპეშაჟის დაპირისპირებაშიც გადაჰყვა.


1/2 ფინალში იასპარეზა ლუკა ჯავახიშვილმა, თუმცა, ბრაზილიელ ჟოაო სეგატელესთან დამარცხდა და ბრინჯაოს მედლის გზას დაადგა, თუმცა, საბოლოოდ, ქართველი ტატამზე არ გამოცხადდა და მედალიც ავტომატურად მოწინააღმდეგეს ერგო.


რეპეშაჟში იასპარეზა -100 კგ ნოდარ ალაფიშვილმა, ისევე, როგორც +100 კგ გიორგი ბადუაშვილმა, თუმცა, ორივე მათგანმა სამწუხაროდ წააგო.


საერთო ჯამში, ლომაში მსოფლიოს ახალგაზრდულ ჩემპიონატზე, ცხრა ქართველი ჯუდოკა ასპარეზობდა:


-60 კგ გიორგი ჩანქსელიანი

-66 კგ თორნიკე გიგაური

-81 კგ სანდრო ახლოური

-90 კგ ლუკა ჯავახიშვილი, ლუკა ქარელიშვილი

-100 კგ გიორგი ბენდელიანი, ნოდარ ალაფიშვილი

+100 კგ გიორგი ბადუაშვილი, ნოდარ კობალაძე



ფოტო: © IJF