
ქართველი ფრენბურთელი ქალი ანა კალანდაძე თურქეთში, ახალ კლუბში გადასვლის შემდეგ, ახალ სეზონს იწყებს. დღეს მისმა კლუბმა, იზმირის „არას ქარგომ", ანკარაში, გასვლითი შეხვედრა გამართა თურქეთის თასზე და ადგილობრივი THY 1-3 (20-25, 25-27, 25-22,19-25) დაამარცხა.
ანას გუნდი, თურქეთის თასის მორიგ შეხვედრას 9 ოქტომბერს „ნულიფერ ბიდ"-ის წინააღმდეგ გამართავს. ჯგუფში, პირველ ადგილზე გასვლის შემთხვევაში კი, თურქეთის ქალთა თასის ფლეი-ოფში თამაშს უფლებას მოიპოვებს.
12 ოქტომბრიდან კი, სტარტს, ფრენბურთში ქალთა შორის „სულთანლარ ლიგის" ახალი, 2025-2026 წლების სეზონი დაიწყება, რომელშიც 14 გუნდი მონაწილეობს. საქართველოს ქალ ფრენბურთელთა ეროვნული ნაკრების წევრი, თურქეთის ქალთა ჩემპიონატის სასტარტო შეხვედრაში 12 ოქტომბერს „ფენერბაჰჩეს" უმასპინძლებს.
შეგახსენებთ რომ ანა კალანდაძე „არას ქარგოში" რამდენიმე თვის წინ „გალათასარაიდან" გადავიდა. იზმირში „გადაბარგების" ერთ-ერთი და ალბათ, მთავარი მიზეზი კი, „გალაში" მცირე სათამაშო დრო იყო.
ფოტო: © araskargosk