
არასრული შემადგენლობით, საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა 7 ოქტომბერს, ალიკანტეში ივარჯიშა. ვილი სანიოლის შეკრებას, სფფ-ის სანაკრებო გვერდის ინფორმაციით დღეს საბა ლობჟანიძე და გიორგი გულიაშვილი არ დასწრებიან, რომლებიც დღეს შეუერთდებიან გუნდს.
„რთული თამაში გველის. ამ ეტაპზე ესპანეთთან მატჩზე ვართ კონცენტრირებულები. ვიცით, რომ მეტოქე ძლიერია, თუმცა ეს ფეხბურთია და ასი პროცენტით მობილიზებულები გავალთ სტადიონზე. ვეცდებით, რომ მაქსიმალურად კარგ შედეგს მივაღწიოთ. სანაკრებო პაუზის წინ, კლუბში 90 წუთი ვითამაშე და სრულად მზად ვარ, რომ დავეხმარო გუნდს", - ამბობს სანაკრებო ვებ-გვერდისთვის გაკეთებულ კომენტარში საბა გოგლიჩიძე.
ესპანეთთან შეხვედრას დისციპლინარული სანქციის გამო გამოტოვებს ლუკა ლოჩოშვილი. კლუბებში გამართული მატჩებში ქართველების ინტენსივობიდან გამომდინარე ვილის გუნდს, ესპანეთთან კიდევ ერთი გამოცდის ჩაბარება უწევს.
![]() |
![]() |
„ძალიან რთული გასვლითი მატჩები გვაქვს ჩასატარებელი. ვფიქრობ, აუცილებლად გვექნება ესპანეთთან შეხვედრაში ჩვენი შანსები და ყველაფერი უნდა გავაკეთოთ დადებითი შედეგის დასაფიქსირებლად. თითოეულ ქულას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს. სექტემბრის შეკრების შემდეგ, ყველაფერს ვაკეთებდი იმისთვის, რომ მოახლოებულ მატჩებისთვის კარგ კონდიციაში ვყოფილიყავი და მზად ვარ იმისთვის რომ ნაკრებს დავეხმარო", - ამბობს იმავე სანაკრებო გვერდისთვის გაკეთებულ კომენტარში ანრი მექვაბიშვილი.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს ეროვნული ნაკრები (იხილეთ სტატია) 11 ოქტომბერს ესპანეთს ელჩეში დაუპირისპირდება. გავრცელებული ინფორმაციით, ესპანეთის ნაკრებს მცირე დანაკლისი აქვს, გუნდთან ერთად არ არიან იამალი, როდრი ნიკო უილიამსი, გავი, ფერმინ ლოპესი, დანიელ კარვახალი, ფაბიან რუისი. თუმცა, სანაკრებო სიის (იხილეთ სტატია) გამოქვეყნების შემდეგ გაკეთებულ კომენტარში ლუის დე ლა ფუენტემ მიანიშნა რომ მისი გუნდი, კარგად ბალანსირებული და კარგი რეზერვის მქონე გუნდია, ამასთან მსოფლიოში საუკეთესოო.
![]() |
![]() |
ამ საუკეთესო გუნდმა დღეს, 25 ფეხბურთელის შემადგენლობით, ლას-როსაში გულშემატკივრის თანდასწრებით ივარჯიშა. Martínez Valero Stadium-ზე საქართველოს ეროვნული ნაკრების წინააღმდეგ გასამართი მატჩის წინ, სადაც რა დასამალია და ესპანელები თვლიან, რომ მსოფლიოს 2026 წლის ჩემპიონატზე გასასვლელ საგზურს გაინაღდებენ, „ფურია როხას" გულშემატკივარი პირველივე ვარჯიშიდან ცდილობს გაამხნევოს გუნდი, რომელსაც ესპანეთში ბოლო თამაში დაახლოებით 7 თვის წინ ჰქონდა.
ჩვენი მოწინააღმდეგე გუნდის და მატჩის მასპინძელი ფედერაციის ინფორმაციით, ესპანეთის ნაკრები ხვალ დილით Ciudad del Fútbol-ზე ივარჯიშებს. ხუთშაბათს დილით კი, ელჩეში გაემგზავრება, სადაც საქართველოსთან შეხვედრამდე ბოლოჯერ ივარჯიშებს. თუმცა, ისევე როგორც საქართველოს ეროვნული ნაკრები.
ფოტო: ©სფფ / ლაშა კუპრაშვილი ©RFEF