
საქართველოს ახალგაზრდული ნაკრები უკვე ლატვიაშია და ევროპის ჩემპიონატის მიმდინარე საკვალიფიკაციო ეტაპის მორიგი თამაშებისთვის ემზადება. რამაზ სვანაძის გუნდი, 10 ოქტომბერს რიგაში ლატვიას დაუპირისპირდება, ხოლო 14 ოქტომბერს მალტას შეხვდება.
ქართველი ახალგაზრდები უმრავლესობა, სანაკრებო შეკრებაზე, კლუბებში გამართული შეხვედრების შემდეგ შეუერთდა, რომებიც ბევრმა გუშინ, 5 ოქტომბერს ჩაატარა. შესაბამისად, სვანაძის გუნდში, დღეს უფრო აღდგენითი ხასიათის ვარჯიში ჰქონდა. ამასთან ჩვენმა გუნდმა, არასრული შემადგენლობით ივარჯიშა.
სფფ-ის სანაკრებო გვერდის ცნობით, ახალგაზრდულ ნაკრებს ამ სანაკრებო ფანჯრის დროს ვერ დაეხმარება გუნდის კაპიტანი გაბრიელ სიგუა, რომელმაც გუშინ, შვეიცარიის სუპერ ლიგის მე-8 ტურში, „იანგ ბოიზის" წინააღმდეგ, მე-6 წუთზე მორიგი საგოლე გადაცემა მიიწერა, თუმცა, ქართველი მეორე ტაიმში შეცვალეს. „სიგუს" „ლოზანამ" 5-0 გაიმარჯვა, თუმცა, გაბრიელმა, ახალგაზრდულ შეკრებაზე გამომგზავრება ვერ მოახერხა.
სიგუას ნაცვლად, სვანაძემ ნაკრებში ბათუმის „დინამოს ნახევარმცველს გურამ ჯაფარიძეს დაუძახა.
ოქტომბრის თამაშებისთვის საქართველოს 21-წლამდე ნაკრები გუნდი ასე გამოიყურება: მეკარეები: მიხეილ მაქაცარია („დინამო თბილისი"), საბა ქაჯაია („რეალ მურსია", ესპანეთი), გიორგი ყავლაშვილი („უნიონ სან-ჟილუაზი", ბელგია); მცველები: ჟორჟე ქარსელაძე („აკადემიკა კოიმბრა", პორტუგალია), დავით ბუკია („ლოკომოტივი", თბილისი), ლუკა ლაცაბიძე („დინამო თბილისი"), ალექსანდრე ნარიმანიძე („ჟილინა", სლოვაკეთი), გელა სადღობელაშვილი („დინამო თბილისი"), აკაკი გიუნაშვილი („კოლხეთი 1913", ფოთი), საბა ხარებაშვილი („დინამო თბილისი"), გიორგი ტაბატაძე („ვაილე", დანია); ნახევარმცველები: დაჩი ლორთქიფანიძე („კრემონეზე", იტალია), ნიკოლოზ დადიანი („იბერია 1999"), გურამ ჯაფარიძე („დინამო", ბათუმი), ცოტნე ბერელიძე („დინამო თბილისი"), გია ნადარეიშვილი („გაგრა"), ირაკლი იეგოიანი („ექსელსიორი", ნიდერლანდები), ლუკა წულუკიძე („დინამო", ბათუმი), ალეკო ბასილაძე („ტორპედო" ქუთაისი); თავდამსხმელები: დიეგო დეისაძე („ტერმალიკა ნეცეჩა", პოლონეთი), დავით გოცირიძე („გაგრა"), ლუკა პარკაძე („ზალცბურგის აუსტრია", ავსტრია), თეიმურაზ ოდიკაძე („დინამო" თბილისი).
10 ოქტომბერი, 19:00 / ლატვია - საქართველო
14 ოქტომბერი, 21:00 / მალტა - საქართველო