ესპანეთის ნაკრები მინუს იამალი და როდრი, პლიუს ბორხა
ესპანეთის ნაკრები მინუს იამალი და როდრი, პლიუს ბორხა
06.10.2025
ავტორი: თამარ ჯიშკარიანი

3 ოქტომბერს ესპანეთის ნაკრების თავკაცმა, ოქტომბრის თამაშებისთვის, საქართველოსა და ბულგარეთის ეროვნული ნაკრებების წინააღმდეგ, გაფართოებული შემადგენლობა დაასახელა, თუმცა, მოგვიანებით, გეგმა ოდნავ აერია. მანამდე კი, ადგილობრივი მედიასთან გაკეთებულ კომენტარში აღნიშნა, რომ გულშემატკივარში, ეროვნული ნაკრების მიმართა ინტერესი იზრდება და მას მოსწონს, როდესაც ესპანეთის ქუჩებში „ფურია როხას" ფორმაში გამოწყობილ ადამიანებს ხედავს.


„ჩვენ ეს სულისკვეთება უნდა გავზარდოთ. ახლა, პრიორიტეტი საქართველოსა და ბულგარეთის დამარცხებაა, რათა მსოფლიო ჩემპიონატის ადგილი მოვიპოვოთ", - ამბობს ესპანელთა თავკაცი და შემდეგ, გამომდინარე იქიდან, რომ ჯერ კიდევ საბოლოოდ არ იცის, საკუთარი გუნდის დანაკლისზე, აქცენტს მორატაზე აკეთებს: „მორატა რჩება ჩვენი გუნდის მნიშვნელოვან წევრად. თუმცა, მას შემდეგ, რაც გავაანალიზეთ მომავალი მეტოქეები, ჩავთვალეთ, რომ არიან სხვა მოთამაშეები, რომლებსაც კონკრეტულ მომენტში, უფრო მიესადაგებიან სიტუაციას".


ესპანეთის ნაკრების პირვანდელი შემადგენლობა, რომელსაც მოგვიანებით  იამალი და შემდეგ როდრი ამ შემადგენლობას ტრავმების გამო გამოაკლდნენ. მეკარეები: უნაი სიმონი („ბილბაო"), დავიდ რაია („არსენალი"), ალექს რემირო („რეალ სოსიედადი"); მცველები: ალეხანდრო გრიმალდო („ლევერკუზენი"), მარკ კუკურეია („ჩელსი"), პაუ კუბარსი („ბარსელონა"), დანი ვივიანი („ბილბაო"), რობინ ლე ნორმანი („ატლეტიკო"), მარკოს ლორენტე („ატლეტიკო"), პედრო პორო („ტოტენჰემი"), დინ ჰაუსენი („რეალი", მადრიდი);  ნახევარმცველები: როდრი („მანჩესტერ სიტი"), დანი ოლმო („ბარსელონა"), მიკელ მერინო („არსენალი"), მარტინ სუბიმენდი („არსენალი"), ალეიშ გარსია („ლევერკუზენი"), პედრი („ბარსელონა"), ალექს ბაენა („ატლეტიკო"), პაბლო ბარიოსი („ატლეტიკო"); თავდამსხმელები: მიკელ ოიარსაბალი („რეალ სოსიედადი"), ფერან ტორესი („ბარსელონა"), იერემი პინო („კრისტალ პალასი"), ლამინე იამალი („ბარსელონა"), სამუ („პორტუ"), ხორხე დე ფრუტოსი („რაიო ვალეკანო"), ხესუს როდრიგესი („კომო").


ბოლო ინფორმაციით, რომელსაც RFEF ავრცელებს, დე ლა ფუენტემ, საქართველოსთან და ბულგარეთთან მატჩებისთვის ლუის დე ლა ფუენტემ, „სელტას" 32 წლის თავდამსხმელს, ბორხა იგლესიას დაუძახა.


„ჩვენი გუნდის ფუნდამენტი დაბალანსებულია. გვყავს გამოცდილი მოთამაშეები, რომელთა ასაკიც 30 წელია და ამავდროულად ვართ, მსოფლიოში ყველაზე ახალგაზრდა ეროვნული ნაკრები", - ამბობს დე ლა ფუენტე, რომლის ესპანეთის ეროვნული ნაკრები ოქტომბრის თამაშებისთვის შეკრებას დღეს, მადრიდის დროით 20:00 საათიდან დაიწყებს.


რაც შეეხება ოქტომბრის სათამაშო ფანჯრის პირველ შეხვედრას, ესპანეთის ნაკრები ელჩეში საქართველოს დაუპირისპირდება და მატჩი, 11 ოქტომბერს, თბილისის დროით, 22:45 საათზე დაიწყება.


ფოტო: © RFEF