„აპოლო“ და „დინამო თბილისი“ ევროთასის გათამაშებას გამოეთიშნენ
„აპოლო“ და „დინამო თბილისი“ ევროთასის გათამაშებას გამოეთიშნენ
05.10.2025
ავტორი: თამარ ჯიშკარიანი

3-5 ოქტომბერს ორმა ქართულმა კლუბმა წყალბურთში, ევროთასის საკვალიფიკაციო ეტაპზე იასპარეზა. ეტაპზე, რომელშიც „აპოლოსა" (ყოფილი „სპორტ მენეჯმენტი" და „დინამო თბილისის" გარდა კიდევ 14 გუნდი ასპარეზობს, ოთხ ოთხგუნდიან ჯგუფად იყო გადანაწილებული და გათამაშების ძირითად ეტაპზე მოსახვედრად, 7 საგზურისთვის იბრძოდა. შესაბამისად, ჯგუფების გამარჯვებულების გარდა, სამი საუკეთესო შედეგის მქონე მეორეადგილოსანიც გადიოდა შემდეგ ეტაპზე.


საქართველოს მოქმედი ჩემპიონი, წყალბურთის კლუბმა „აპოლომ,", რომელმაც ტიტულისთვის ბრძოლაში, „დინამო თბილისი" დაამარცხა, ევროთასზე სადებიუტო მატჩები ათენში ჩაატარა, სადაც A ჯგუფში იასპარეზა.  


3 ოქტომბერი / „დე ზაანი" (ნიდერლადნები) - „აპოლო" 14-14 (4-5 - პენალტები)

4 ოქტომბერი / „სმირნისი" (საბერძნეთი)  - „აპოლო" 14-12

5 ოქტომბერი / „აპოლო" - „შპანდაუ" (გერმანია) 11-16


„აპოლოს", რომლის მთავარი მწვრთნელი დმიტრი სტრატანი არის შემდეგი შემადგენლობით ასპარეზობდა: ირაკლი რაზმაძე (მეკარე), დმიტრი ალექსეევი, ლუკა გიორგაძე, ხვიჩა ჯახაია, ბექა კაპანაძე, დავით კიკალეიშვილი, გიორგი კირიაკიდი, მაქსიმ მალიშაუ, საბა მაჭავარიანი, ნინო მუდრაჟია, დროგოლუბ როგაჩი, იოვან სარიჩი, მილოშ ვუკიჩევიჩი, სრდან ვუკსანოვიჩი.


ევროთასის საკვალიფიკაციო ეტაპზე C ჯგუფში იასპარეზა „დინამო თბილისმა". თამაშები ხორვატულ ქალაქ შიბენიკში ჩატარდა.


3 ოქტომბერი, 22:00 | „შიბენიკი" (ხორვატია) - „დინამო" 17-14

4 ოქტომბერი, 20:00 | „დინამო" - „სტიაუა" (რუმინეთი) 8-14

5 ოქტომბერი, 12:30 | „დინამო" - „რაპიდი" (რუმინეთი) 11-15


„დინამო თბილისმა"  შემდეგი შემადგენლობით ითამაშა: გიორგი გვეტაძე (მეკარე), ფიოდარ ავერკა, მიხეილ ბაღათურია, ნიკოლა ბუკანი, გიორგი ჩაგელიშვილი, დრაგან დრასკოვიჩი, არტიომ ძიხწიარენკა, რევაზ იმნაიშვილი, ნიკოლოზ ყურაშვილი, დავით ლანდია, გიორგი მაგრაქველიძე, ლუკა მჭედლიშვილი, ლუკა პაპიაშვილი, ლევან პეტაშვილი, საბა ტყეშელაშვილი, სანდრო ვასაძე, გიორგი ვეშაგური. გუნდის მთავარი მწვრთნელი კი, ირაკლი გოგელიაა. 



ევროთასის ძირითადი ეტაპის მატჩები 2025 წლის 16 ოქტომბრიდან დაიწყება და 2026 წლის 12 თებერვლამდე გასტანს. თუმცა, საკვალიფიკაციო ეტაპის შედეგებიდან გამომდინარე, ის ქართული გუნდების გარეშე ჩაივლის.


სტატია რედაქტირებულია 06.10.25, 19:00