მერაბმა ქამარი შეინარჩუნა და ეს უკვე მესამედ მოხდა!
მერაბმა ქამარი შეინარჩუნა და ეს უკვე მესამედ მოხდა!
05.10.2025
ავტორი: TSFF.Ge

UFC-ს სუპერმსუბუქი წონის (61 კგ) საჩემპიონო ქამარი მერაბ დვალიშვილმა მესამედ და ამჯერად, ხუთი რაუნდის შემდეგ დაიცვა.


ქართველს გამარჯვება მსაჯების ერთსულოვანი გადაწყვეტილებით მიენიჭა, თუმცა, ზოგადად ბრძოლა, რომელიც პირველ რაუნდში მეტ-ნაკლებად თანაბარი იყო, მეორე რაუნდიდან მერაბის უპირატესობით წარიმართა, უფრო მეტიც, აქ, ჩვენიანმა, კორი სენდჰეგენი სერიოზულ წნეხში მოაქცია და რამდენიმე მომენტში ნოკაუტის ზღვართანაც კი მიიყვანა. თუმცა, ლას ვეგასში გამართულ შეხვედრაში ამერიკელმა ხუთი რაუნდი მაინც იბრძოლა, გამარჯვებით კი, ქართველმა, მერაბ დვალიშვილმა გაიმარჯვა.


შეგახსენებთ, რომ ქამარი პირველად, 2024 წელს, სექტემბერში მოიგო, როდესაც. შონ ო'მალი დაამარცხა. ამის შემდეგ, უკვე ჩემპიონის რანგში, მან წელს, იანვარში, უმარ ნურმაგომედოვს მოუგო, ხოლო ივნისში კვლავ ო'მალის სძლია. მერაბ დვალიშვილმა, შერეულ ორთაბრძოლებში გამართულ 25 შეხვედრიდან, 21-ში გამარჯვა. დღევანდელი წარმატებული ბრძოლა კი, მისთვის ზედიზედ მე-14  გამარჯვება აღმოჩნდა, რაც UFC-ს ისტორიაში მეოთხე საუკეთესო მაჩვენებელია.


საინტერესოა ის გარემოებაც, რომ 34 წლის ქართველმა, სუპერ-მსუბუქ დივიზიონში ალჯამეინ სტერლინგის რეკორდი გაიმეორა, მან თავისი ტიტული უკვე სამჯერ დაიცვა.



ფოტო: მსოფლიო სპორტი