
ვიდრე ქართული სპორტის ისტორიაში პირველად, თბილისი ISU-ს (ფიგურული ციგურაობის საერთაშორისო ფედერაცია) ჩელენჯერის სერიის ტურნირს, „თრიალეთის თასს" უმასპინძლებს და რომელზეც ბოლო წლების ქართული გუნდის ყველა წამყვანო მოციგურავე იქნება წარმოდგენილი, მათ შორის ისინი, ვინც 2026 წლის ზამთრის ოლიმპიურ თამაშებზე ჩვენი ქვეყნისთვის ზამთრის სახეობებში მედლების მოგებას შეეცდებიან, მამაკაცთა ერთეულთა თანრიგში ნიკა ეგაძემ და სპორტულ ცეკვებში დნა იანა დევისმა და გლებ სმოლკინმა ყაზახეთში, ჩელენჯერის სხვა, დენის ტენის ტრადიციულ ტურნირზე იასპარეზეს წარმატებულად.
შეიძლება ითქვას, ნიკა ეგაძე, სპორტის ამ სახეობის ქართველი მოყვარულების თვალწინ გაიზარდა და დაიხვეწა. მოკლე პროგრამაში, ერთეულთა თანრიგში ნიკა ეგაძემ 87.58 (47.59/ 39.99) ქულა დააგროვა და 7.43 ქულით ჩამორჩა ტურნირის მასპინძელ მიხეილ შაიდაროვს. თავისუფალ პროგრამაშიც ქართველმა მეორე შედეგი აჩვენა 179.32 (97.40/81.92) და საბოლოოდ, ორი პროგრამის ჯამშიც 266.90 ქულით მეორე ადგილს და ამ ჯერზე, ვერცხლის მედალს დასჯერდა.
დამაჯერებლად იასპარეზეს სპორტულ ცეკვებში დიანამ და გლებმა, რომლებიც ჩვენი სუბიექტური მოსაზრებით ტურნირიდან ტურნირამდე უმატებენ. ოლიმპიურ თამაშებამდე ჩვენი წყვილი იმ პროგრამის დახვეწას ცდილობს, რომელსაც დიდი ალბათობით წარადგენენ. მანამდე კი, რიტმულ ცეკვებში დიანა და გლები, 77.94 (44.42 /33.52) ქულით პირველ ადგილზე გავიდნენ და ლიდერის პოზიცია დღეს, თავისუფალი პროგრამის შემდეგაც შეინარჩუნეს. აქ მათ, 115.20 (63.90 / 51.30) ქულა დააგროვეს და ორი პროგრამის ჯამში, 193.14 ქულით, პირველობა არავის დაუთმეს.
შეგახსენებთ, რომ დიანა დევისი და გლებ სმოლკინი, ისევე როგორც ნიკა ეგაძე, ანასტასია გუბანოვა, ანასტასია მეტელკინა და ლუკა ბერულავა, ასევე მარია კაზაკოვასა და ვლადისლავ კასინსკის წყვილი, 9-11 ოქტომბერს თბილისში, ჩელენჯერის სერიის ტურნირზე, „თრიალეთის თასზე" იასპარეზებენ.





ჩვენ







