
დღეს, ეროვნული ლიგის 27-ე ტურის დაწყებამდე, რომელიც თავის მხრივ, მესამე წრის ბოლო ტურია და ბოლო წრემდე, სანაკრებო პაუზის გამო შესვენება გამოცხადდება, მიხელ მესხზე, სანაკრებო "თემაზე" შეკრებილმა მედიამ, სფფ-ის ვიცე-პრეზიდენტს, ალექსანდრე იაშვილს საკლუბო ფეხბურთთან დაკავშირებითაც შეეკითხნენ.
„საკლუბო ფეხბურთთან დაკავშირებით, შემიძლია ვთქვა, რაც უფრო ძლიერია საკლუბო ჩემპიონატი, ძლიერია შენი ნაკრები. ამას გარდა, წარმატებული და ძლიერი ფეხბურთელები მოდიან, ასაკობრივებშიც და შემდეგ ეროვნულშიც. ჩვენი საკლუბო ფეხბურთი არაა წარმატებული, დასანანია. ჩვენ ყოველთვის მზად ვართ თანამშრომლობისთვის და იდეებისთვის რადგან ეს მნიშვნელოვანია", - ამბობს იაშვილი.
თუმცა, ამ იდეებს და თანამშრომლობას, ეროვნულ ლიგაში და ქვედა ლიგებშიც, კლუბების მენეჯმენტის მხრიდან გააზრება და დეტალური ანალიზი სჭირდება, რადგან ლაპარაკით ვისმენთ, ფურცელზეც წერია, მაგრამ რეალურად სხვა კეთდება. რაც შეეხება სანაკრებო შესვენებამდე ბოლო ტურის, შესაძლოა, დღეს ბევრი რამ, ყოველ შემთხვევაში და იმედი გვაქვს მცირე ნაწილისთვის, ისე არ „წავიდა" როგორც „დაგეგმილი" იყო. მაგალითად, „იბერია 1999"-მა მისთვის მნიშვნელოვანი შეხვედრა მოიგო და სხვაობა შეამცირა გორის „დილასთან" 3 ქულამდე.
თავის მხივ, გორელებმა მე-10 წუთზე, 10 კაცით დარჩენილ „დინამო თბილისს" ვერ მოუგეს კი არა და საერთოდაც წააგეს. იმედია, ამ შეხვედრის დროს დაზიანებული ახალგაზრდული და ასაკობრივი ნაკრების დინამოელები, მცირე დისკომფორტისგან თავს დაიძვრენენ და სანაკრებო თამაშებში, ქვეყნის გუნდებს სრულფასოვნად დაეხმარებიან.
მესამე წრის შემდეგ, სატურნირო ცხრილს, კვლავ „დილა" ლიდერობს, შემდეგ „იბერია 1999" და მესამე საფეხურზე „დინამო თბილისია", რომელმაც უმძიმეს ბრძოლაში, 80-ს დამატებული პირველ ტაიმში 4 და მეორეს ბოლოს 10 წუთი „დილას" 2 გოლი გაუტანა. ასე რომ, 27-ე ტურის პირველი მატჩის შემდეგ, „გარეჯისა" და „ტორპედოს" შორის, რომელიც თბილისში, მიხეილ მესხი 2-ზე გაიმართა და ქუთაისელთა გამარჯვებით დასრულდა, „დაგეგმილი" ზეიმი არც მესამე წრეში შედგა. ქუთათურები, კვლავ სამეულს მიღმა არიან.
სატურნირო ცხრილი
„კოლხეთი 1913" - „დინამო ბათუმი" 2-2
„გარეჯი" - „ტორპედო" 1-3
„გაგრა" - „იბერია 1999" 1-3
„სამგურალი" - „თელავი" 1-0
„დინამო თბილისი" - „დილა" 2-0
სარედაქციო შენიშვნა - ერთ-ერთ ტურში, მატჩის კომენტირებისას გაჟღერდა ფრაზა, რომელშიც „დაგეგმილი" შედეგები ვერ გაითვალისწინა კომენტატორმა, ამიტომ, თავდაპირველად შეცდომაში შეიყვანა მსმენელი, შემდეგ კი, სწორედ, ამ სიტყვა „დაგეგმილის" გამოყენებით შეეცადა ვითარების გამოსწორებას.





ჩვენ







