ვილი სანიოლმა ეროვნული ნაკრების შემადგენლობა დაასახელა
ვილი სანიოლმა ეროვნული ნაკრების შემადგენლობა დაასახელა
02.10.2025
ავტორი: თამარ ჯიშკარიანი

ხვალ, მიხეილ მესხის სახელობის სტადიონის საპრესკონფერენციო დარბაზში ვილი სანიოლი, ქართულ მედიას ტრადიციულ პრეს-კონფერენციაზე უმასპინძლებს. საქართველოს ეროვნული ნაკრების შემადგენლობაში სექტემბრის ფანჯრისგან განსხვავებით, მცირე ცვლილებებია. ტრავმის შემდეგ გუნდს ოთარ კიტეიშვილი დაუბრუნდა. დაცვის ხაზში სათამაშოდ, ვილი სანიოლმა კვლავ დაუძახა ლაშა დვალს, რომელიც სექტემბერში კლუბის „თემაში ყალიბდებოდა". სამაგიეროდ, ამ ჯერზე, 25 კაციან განაცხადს მიღმა დარჩა გიგი აბუაშვილი. რაც შეეხება, საბა ხვადაგიანს, ფეხბურთელმა ჯვარედინი იოგი გაიწყვიტა და დიდი ალბათობით, მინიმუმ 8 თვე გაუცდება.


მათ გარეშე და „კიტესთან" და დვალთან ერთად, ეროვნული ნაკრების შემადგენლობა, ოქტომბრის თამაშებისთვის ასე გამოიყურება: მეკარეები: გიორგი მამარდაშვილი („ლივერპული", ინგლისი), ლუკა გუგეშაშვილი („პაოკი", საბერძნეთი), დავით კერესელიძე („დილა", გორი); მცველები: გურამ კაშია („სლოვანი", სლოვაკეთი), ოთარ კაკაბაძე („კრაკოვია", პოლონეთი), ლაშა დვალი (ცსკა-1948 სოფია, ბულგარეთი), ირაკლი აზაროვი („შახტარი", უკრაინა) ლუკა ლოჩოშვილი („ნიურნბერგი", გერმანია) გიორგი გოჩოლეიშვილი („ჰამბურგი", გერმანია), საბა გოგლიჩიძე („უდინეზე", იტალია), ივა გელაშვილი („პანსერაიკოსი", საბერძნეთი); ნახევარდაცვა/თავდასხმა: ოთარ კიტეიშვილი („შტურმი", ავსტრია), გიორგი ქოჩორაშვილი („სპორტინგი", პორტუგალია), ანრი მექვაბიშვილი („კრაიოვა", რუმინეთი), ნიკა გაგნიძე („კოლოსი", უკრაინა), ვლადიმერ მამუჩაშვილი („ტორპედო", ქუთაისი), ნოდარ ლომინაძე („ეშტორილი", პორტუგალია), გიორგი წიტაიშვილი („მეცი", საფრანგეთი), ზურიკო დავითაშვილი („სენტ-ეტიენი", საფრანგეთი), საბა ლობჟანიძე („ატლანტა იუნაიტედი", აშშ), ხვიჩა კვარაცხელია (პსჟ, საფრანგეთი), ბუდუ ზივზივაძე („ჰაიდენჰაიმი", გერმანია), გიორგი კვერნაძე („ფროზინონე", იტალია), გიორგი გულიაშვილი („სარაევო", ბოსნია-ჰერცეგოვინა), გიორგი მიქაუტაძე („ვილიარეალი", ესპანეთი).


საქართველოს ეროვნული ნაკრები მსოფლიოს 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის ოქტომბრის თამაშებისთვის, ჩვენი გუნდი 6 ოქტომბრიდან დაიწყებს მზადებას და დიდი ალბათობით, სრული შემადგენლობით ქალაქ ალიკანტეში, ესპანეთში შეიკრიბება, მოგვიანებით, 11 ოქტომბერს კი, ქალაქ ელჩეში, ევროპის მოქმედ ჩემპიონს დაუპირისპირდება.


ამის შემდეგ, ვილი სანიოლის გუნდი 12 ოქტომბერს, თურქეთში გადმოინაცვლებს და უკვე სტამბოლიდან საათნახევრის გზაზე, იზმითში, მომავალი შეხვედრის ადგილას 14 ოქტომბრის ქოჯაელის სტადიონზე გასამართი მატჩისთვის მოემზადება, რომელშიც ვილის გუნდი, თურქეთის ნაკრებს, რეალურად, ჯგუფიდან გასასვლელ თამაშში დაუპირისპირდება.