ქართველების გოლები და საგოლე გადაცემები ევროპაში
ქართველების გოლები და საგოლე გადაცემები ევროპაში
29.09.2025
ავტორი: ხელბურთის ფედერაცია

ქართველმა ლეგიონერებმა ევროპის ქვეყნების ჩემპიონატებში მორიგი მატჩები გამართეს.


საფრანგეთი

„პროვანს ექსმა" საკუთარ მოედანზე „პარი სენ-ჟრმენი" მიიღო და 24-37 დამარცხდა. საქართველოს ნაკრების წევრმა, ნიკოლოზ კალანდაძემ 28:22 წუთი ითამაშა, რა დროშიც 3 გოლი გაიტანა და 2 „ასისტი" შეასრულა. სულ მიმდინარე სეზონში ნიკოლოზმა 4 თამაში ჩაატარა, 10 გოლი გაიტანა და 17 საგოლე გადაცემა შეასრულა.


ხორვატია

„ზაგრებმა" სტუმრად „ვინკოვცი" დიდი ანგარიშით 40-24 დაამარცხა. სტუმართა რიგებში ითამაშა საქართველოს ნაკრების ერთ-ერთმა ლიდერმა გიორგი ცხოვრებაძემ და 3 გოლთან ერთად 4 საგოლე გადაცემაც მიითვალა.


რუმინეთი

„ტურდამ" სტუმრად 29-32 წააგო „ბუზაუსთან". ირაკლი კბილაშვილმა მორიგი შედეგიანი მატჩი ჩაატარა „ტურდას" შემადგენლობაში - ქართველი ხელბურთელის ანგარიშზე 2 გოლი და 5 შედეგიანი გადაცემაა.


რუმინეთში მოთამაშე საქართველოს ნაკრების კიდევ ერთი წევრის, ხაზეინ რუსტამოვის „კონსტანტა" საკუთარ მოედანზე „ვასლუის" შეხვდა და 34-36 წააგო. რუსტამოვმა ახალ გუნდში მორიგი მატჩი ჩაატარა და ერთი გოლითა და ერთი „ასისტით" გამოიჩინა თავი.


გერმანია

ობერლიგის „ჰერმსდორფის" შემადგენლობაში შედეგიანი მატჩი ჰქონდა გიგა ზარნაძეს. მისმა გუნდმა „ალტენბურგს" დაძაბულ ბრძოლაში 28-25 სძლია, ზარნაძე თავის გუნდში ერთ-ერთი საუკეთესო იყო - ქართველი ხელბურთელის ანგარიშზე 7 გოლია.


იმავე ლიგაში „ლუბენაუ" „ლუდვიგსფელდერთან" 28-29 დამარცხდა, „ლუბენაუში" ერთი გოლი აკაკი პატაშურმა გაიტანა.


პოლონეთი

„ოსტროვია" გასვლით მატჩში დამარცხდა - „კვიძუნთან",  26-31. „ოსტროვიას" რიგებში მირიან გავაშელიშვილის ანგარიშზე 3 გოლია.


ფინეთი

გუგა უთმელიძემ 6 გოლი გაიტანა და ერთი „ასისტი"  შეასრულა ეიფ-ის შემადგელობაში, რომელმაც საკუთარ მოედანზე „გრიფკის" 34-23 მოუგო.


ლიეტუვა

რამდენიმე დღს წინ კლაიპედის „დრაგუნასის" მთავრ გუნდში დებიუტის შემდეგ (ერთი გოლი), საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების წევრმა ვახტან ხარებაშვილმა დუბლიორთა პირველოიბის მატჩშიც მიიღო მონაწილეობა - „დრაგუნასმა" „პიენიო ჟვაიგჟდეასი" 29-24 დაამარცხა - ხარებაშვილმა 5 გოლი გაიტანა და ერთი გოლით ჩამორჩა თანაგუნდელ არტურას ბუდრაიტისს (6).


შეგახსენებთ, რომ ამ უქმეებზე ქართველი ლეგიონერებიდან თავი გამოიჩინეს ასევე გიორგი დიხამინჯიამ („აკურერი", ისლანდია - 4 გოლი) და ერეკლე არსენაშვილმა („ტრემბლი", საფრანგეთი - 2 გოლი).