ამპუტანტ ფეხბურთელთა ნაკრებმა ერთა ლიგაზე ასპარეზობა დაასრულა
			
29.09.2025
	ავტორი: სფფ-ის ინფორმაცია
	საქართველოს ამპუტანტ ფეხბურთელთა ეროვნულმა ნაკრებმა ერთა ლიგის B დივიზიონში ასპარეზობა დაასრულა.
სასტარტო მატჩში გერმანიასთან გამარჯვების შემდეგ, ჩვენმა გუნდმა ირლანდიასთან, საფრანგეთთან და ტურნირის მასპინძელ ესპანეთთან შეხვედრები დათმო, თუმცა B დივიზიონში ადგილი შეინარჩუნა.
საქართველოს ნაკრები ერთა ლიგის მომდევნო გათამაშებაშიც B დივიზიონში იასპარეზებს, სადაც წელს პირველად იასპარეზა. რანგით მაღალ ლიგაში თამაშის უფლება ჩვენმა გუნდმა 2023 წელს მოიპოვა, როდესაც ბელგიაში ჩატარებული C დივიზიონის გამარჯვებული გახდა.





  ჩვენ







