ამპუტანტ ფეხბურთელთა ნაკრებმა ერთა ლიგის B დივიზიონში ასპარეზობა გამარჯვებით დაიწყო
ამპუტანტ ფეხბურთელთა ნაკრებმა ერთა ლიგის B დივიზიონში ასპარეზობა გამარჯვებით დაიწყო
26.09.2025
ავტორი: სფფ-ის ინფორმაცია

საქართველოს ამპუტანტ ფეხბურთელთა ეროვნულმა ნაკრებმა ერთა ლიგის B დივიზიონში ასპარეზობა გერმანიის ნაკრებთან გამარჯვებით დაიწყო. ჩვენმა გუნდმა ტურნირის სასტარტო შეხვედრაში მეტოქე 3-2 დაამარცხა.


მომდევნო მატჩებში საქართველოს ნაკრები ირლანდიის, საფრანგეთისა და ტურნირის მასპინძელ ესპანეთის ნაკრებებს დაუპირისპირდება. შეხვედრები 27 და 28 სექტემბერს გაიმართება. ერთა ლიგის A დივიზიონის საგზურს ტურნირის გამარჯვებული მიიღებს.


საქართველოს ნაკრებმა B დივიზიონში ასპარეზობის უფლება 2023 წელს მოიპოვა, როდესაც ბელგიაში ჩატარებული C დივიზიონის გამარჯვებული გახდა.