ვახტანგ ხარებაშვილმა ლიეტუვაში სადებიუტო გოლი გაიტანა
ვახტანგ ხარებაშვილმა ლიეტუვაში სადებიუტო გოლი გაიტანა
27.09.2025
ავტორი: ხელბურთის ფედერაცია

ევროპის მოედნებზე ეროვნული ჩემპიონატების მატჩები გაიმართა, რომელშიც ქართველმა ლეგიონერებმაც გამოიჩინეს თავის.


ლიეტუვის ჩემპიონატში პირველივე ატჩში გამიჩინა თავი საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების წევრმა ვახტანგ ხარებაშვილმა, რომელიც კლაიპედის „დრაგუნასში" რამდენიმე დღის წინ გადავიდა.


„დრაგუნასმა" ლიეტუვის ჩემპიონატში სტუმრად ითამაშა „ვილნიუსთნ" და 37-27 დაამარცხა. სათამაშო დრო ვახტანგ ხარებაშვილსაც მიეცა და ახალგაზრდა ქართველმა ხელბურთელმა ახალ კლუბში სადებიუტო გოლი გაიტანა.


საფრანგეთის ჩემპიონატში „ტრემბლმა" გასვლით მატჩში დაამარცხა „სენტ რაფაელი" 36-30 დაამარცხა - ერეკლე არსენაშვილმა ორი გოლი გაიტანა.


ისლანდიის ჩემპიონატში ასევე გასვლითი მატჩი მოიგო გიორგი დიხამინჯიას „აკურერმა", რომელმაც „კოპავოგური" 31-27 დაამარცხა, ამ გამარჯვებაში თავისი წვლილი გიორგია დიხამინჯიასაც მიუძღვის, რომელმაც ოთხი გოლი გაიტანა, სულ კი მიმდინარე ჩემპიონატში გამართულ 4 მაჩში 13 გოლი დაუგროვდა.


ქართველი ლეგიონერების გუნდების სხვა მატჩები შაბათ-კვირას გაიმართება.