ცვლილება საქართველოს 17-წლამდე გოგონათა ნაკრების სამწვრთნელო შტაბში
ცვლილება საქართველოს 17-წლამდე გოგონათა ნაკრების სამწვრთნელო შტაბში
26.09.2025
ავტორი: თამარ ჯიშკარიანი

საქართველოს კიდევ ერთი ასაკობრივი ნაკრები მთავარი მწვრთნელი გარეშეა. ვაჟთა 19-წლამდე ნაკრების შემდეგ, ახალი მთავარი მწვრთნელის მოლოდინშია საქართველოს გოგონათა 17-წლამდე ნაკრები. ამის შესახებ დღეს, საქართველოს ფეხბურთის ფედერაციამ სანაკრებო გვერდზე გამოაქვეყნა განცხადება.


„საქართველოს 17-წლამდე გოგონათა ნაკრებს სალომე ხუბულური აღარ უხელმძღვანელებს. 


საფეხბურთო კარიერის დასრულების შემდეგ, სალომე ხუბულური ქალთა სანაკრებო სისტემაში სხვადასხვა პოზიციაზე მუშაობდა. 17-წლამდე გოგონათა ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტს კი, 2021 წლიდან იკავებდა.


სალომე ხუბულურს ეროვნული გუნდებისა და საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის სახელით, გვსურს მადლობა გადავუხადოთ გაწეული სამსახურისთვის და წარმატება ვუსურვოთ კარიერაში", - ნათქვამია ფედერაციის განცხადებაში.


საქართველოს გოგონათა 17-წლამდე ნაკრებმა 2025 წელს საერთო ჯამში (ოფიციალური და ამხანაგური) 10 შეხვედრა ჩაატარა და ყველა წააგო. აქედან, ორ შეხვედრაში უეფა-ს განვითარების თასზე ფრედ ითამაშა, თუმცა, ტურნირის დებულებიდან გამომდინარე გამარჯვებული პენალტების სერიამ გამოავლინა. აქ კი, ხუბულურის შეგირდებმა წააგეს. ბოლო ორი შეხვედრა საქართველოს 17-წლამდე ნაკრებმა სექტემბერში საბერძნეთის 17-წლამდე გოგონათა ნაკრების წინააღმდეგ, რუსთავის სფფ-ის ტექნიკურ ცენტრში გამართა და ორივეში დამარცხდა.



ფოყო: სფფ / ლაშა კუპრაშვილი