ცხოვრებაძემ „ბარსას“ ორი გოლი გაუტანა, თუმცა, მისმა გუნდმა წააგო
ცხოვრებაძემ „ბარსას“ ორი გოლი გაუტანა, თუმცა, მისმა გუნდმა წააგო
25.09.2025
ავტორი: თამარ ჯიშკარიანი

ხელბურთში, EHF ჩემპიონთა ლიგის  გიორგი ცხოვრებაძის "ზაგრები", დღეს, „ბარსელონას" დაუპირისპირდა. კატალონიელები მატჩის დასაწყისშივე დაწინაურდნენ. გუნდის მეკარემ ემილ ნეილსენმა კი ყველაფერი გააკეთა რომ მის გუნდის კარგი სათანადოდ ყოფილიყო დაცული, პირველ ტაიმში, ამ მოთამაშეზე, რომელიც საბოლოოდ მატჩის საუკეთესო მოთამაშედ აღიარეს 9 „სეივია" და მხოლოდ 12 გაშვებული გოლი. საერთოდ კი, ემილმა, 15 სეივი მიითვალა. ამ მეკარეს კი, ოთხი შესაძლებლობიდან ორი გოლი, სწორედ ჩვენმა გიორგი ცხოვრებაძემ გაუტანა.


პირველი ტაიმი „ზაგრებმა" 12-17 წააგო. მეორე ტაიმში „ბარსელონას" სასარგებლოდ სხვაობა 10 ბურთამდე გაიზარდა, თუმცა, მასპინძლებმა მატჩის მიწურულს მოახერხეს ანგარიშის შემცირება და საბოლოოდ, 7 ბურთის სხვაობით, 25-32 წააგეს.


B ჯგუფში, სამი ტურის შემდეგ, გიორგი ცხოვრებაძის გუნდს სამი წაგება აქვს და ამ მომენტში ბოლო ადგილზეა. ქართველს სამი თამაშის შემდეგ 5 გოლი აქვს გატანილი.