
„ლივერპულის" ვებ-გვერდის ანონსის შესაბამისად, გიორგი მამარდაშვილმა 23 სექტემბერს თბილისის დროით 23:00 საათზე „ლივერპულის" შემადგენლობაში სასტარტო შემადგენლობაში დაიწყო თამაში. პირველი ტაიმიდან, რომელიც მასპინძლებმა, 43-ე წუთზე გატანილი ალექსანდერ ისაკის გოლით 1-0 მოიგეს, „მამარდას" ორი სეივი დაგვამახსოვრდა. „პირველი ოფიციალური თამაში ლივერპულში. განსაკუთრებული დღეა ჩემთვის და უდიდესი პატივია ამ მაისურის ტარება. მადლობა ყველას მხარდაჭერისთვის", -ასეთი კომენტარი გააკეთა თამაშის დასრულების შემდეგ ქართველმა, სოციალურ ქსელში.
ჰქონდა შეცდომები, მაგალითად, მეორე ტაიმში, როდესაც საჯარიმო მოედნის ზღვარზე მოუწია ფეხით ბურთის თამაშში შეყვანა და პირდაპირ მეტოქეს ჩააბარა, თუმცა, მომენტი საბედნიეროდ გართულების გარეშე დასრულდა. 76-ე წუთზე შეა ჩარლზიმ ანგარიში გაათანაბრა და „ლივერპულის" კარში გასულ გოლში თუ ვინმეს არ დაადანაშაულებ, ეს მამარდაშვილია, რადგან მარტივად, დაცვა ჩავარდა. ბოლო გოლი ამ შეხვედრაში 85-ე წუთზე ჰუგო ეკიტიკემ გაიტანა, რომელიც ფრანგმა მაისურის გახდით აღნიშნა, შესაბამისად მიიღო მეორე ყვითელი ბარათი, რაც თავის მხრივ გაწითლდა და მან მოედანი დატოვა. მიუხედავად ამისა, „ლივერპულმა", რომელმაც გადახალისებული შემადგენლობით უმასპინძლა „საუთჰემპტონს", 2-1 მოიგო და EFL თასის 1/8 ფინალში გავიდა, რომელიც 29 ოქტომბერს გაიმართება.
აი, მეორე გიორგიმ კი, ესპანელი ქომაგის გულების დაპყრობა დაიწყო. „სევილიასთან" ლალიგის გასვლით მატჩში, გიორგი მიქაუტძე სათადარიგოთა სკამზე იყო და შეხვედრაში, მხოლოდ 69-ე წუთზე ჩაერთო. ამ დროისთვის ანგარიში „სევილიასა"და „ვილიარელას" შორის 1-1 იყო. ქართველი მოედანზე კი იყო, მაგრამ რამდენიმე მომენტში, თანაგუნდელებმა ის ვერ შენიშნეს. აი, 86-ე წუთზე კი, ბომბარდირმა თანაგუნდელებს პატარა გაკვეთილი ჩაუტარა. ბურთი მოედნის ცენტრში მიიღო, მეტოქეებიც მოატყუა და დიდი ალბათობით, მეკარესაც მათ გზას გაუყოლებდა, თუმცა, ჟორჟმა, ბურთი თანაგუნდელს გადააწოდა და თავად, საგოლე გადაცემას დასჯერდა. „ვილიარელმა" 1-2 გაიმარჯვა და სატურნირო ცხრილში, 13 ქულით მე-3 ადგილზეა.





  ჩვენ







