სტუმრების ტური საქართველოს თასზე
სტუმრების ტური საქართველოს თასზე
23.09.2025
ავტორი: თამარ ჯიშკარიანი

დღეს საქართველოს თასის მეოთხედფინალური შეხვედრები გაიმართა. გათამაშების ამ ეტაპზე, ეროვნული ლიგის მხოლოდ სამი კლუბი ბათუმის „დინამო", „დილა" და „იბერია 1999"-ი იყვნენ შემორჩენილი ძლიერთა ლიგიდან, ხუთი გუნდი კი, ლიგა 2-ს წარმოადგენდა. დღევანდელი შედეგის მიუხედავად, ნათელი იყო, რომ ნახევარფინალურ ეტაპზე, ყველა ვარიანტში, ერთი გუნდი ლიგა 2-დან აუცილებლად დარჩებოდა. საბოლოოდ, ასეთი „სამტრედია" აღმოჩნდა, რომელმაც „რუსთავი" სტუმრად, 1-2 დაამარცხა.


მარნეულში გამართულ შეხვედრაში, ანგარიში სწრაფი გოლით სტუმრებმა გახსნეს, მე-7 წუთზე გიორგი გადრანმა გაიტანა. 29-ე წუთზე კი, ლევან კუტალიას გოლის შემდეგ კი, იმერული კლუბი 0-2-ს იგებდა. 37-ე წუთზე დმიტრო დობრანსკიმ ერთი გოლი გაქვითა თუმცა, ეს საკმარისი არ აღმოჩნდა. გათამაშების მომდევნო ეტაპზე „სამტრედიაა".


საგურამოში, „ლოკომოტივის" საფეხბურთო ბაზაზე „ლოკომოტივი" მშრალი ანგარიშით 0-3 დამარცხდა ბათუმის „დინამოსთან". გიორგი ჭიაბრიშვილისთვის კარგად ნაცნობ გარემოში, მისმა გაწვრთნილმა „დინამომ" მე-5 წუთზე გახსნა ანგარიში. გოლი თორნიკე კირკიტაძემ გაიტანა. 30-ე წუთზე, მასპინძლებმა 11-მეტრიანი გააცუდეს. 59-ე წუთზე, გურამ ჯაფარიძემ მეორედ აიღო „ლოკოს" კარი, 68-ე წუთზე კი, ლუკა წულუკიძემ ამ წყვილში წერტილი დასვა.


თბილისში, სპაერის სტადიონზე, ლიგა 2-ის ერთ-ერთი ლიდერი, ეროვნული ლიგის სატურნირო ცხრილის ლიდერთან 1-2 დამარცხდა. გორის „დილამ" ანგარიში დეო ბასინგას გოლით, მე-16 წუთზე გახსნა.            ალექსანდრე ანდრონიკაშვილმა 24-ე წუთზე, 11-მეტრიანით ორბურთიანი სხვაობით დააწინაურა გორელები. 36-ე წუთზე, გიორგი ა. ცეცხლაძემ, ერთით შეამცირა უპირატესობა, თუმცა, მეორე ტაიმში გოლები აღარ გასულა. „დილა" მომდევნო ეტაპზეა.


ამბროლაურში, აგრანო ვაჩაძის სტადიონზე, ტყიბულის „მეშახტე" მშრალი ანგარიშით, 0-3 დამარცხდა თბილისის „იბერია 1999"-თან. შეხვედრის პირველივე წუთზე, თბილისელები ყვითელი ბარათით „დასაჩუქრდნენ", თუმცა, ანგარიშიც მალე გახსნეს, მე-12 წუთზე ირაკლი სიხარულიძემ გაიტანა. მე-19 წუთზე გურამ გოშთელიანმა გაზარდა სხვაობა ორამდე, 34-ე წუთზე კი, გიზი მამაგეიშვილმა, ამ წყვილში, პირველივე ტაიმში გასცა პასუხი ვინ უნდა გასულიყო მომდევნო ეტაპზე.


ამრიგად, 1/2 ფინალის წილისყრამდე საქათველოს თასის ბოლოს წინა ეტაპზე არიან „იბერია 1999", „დილა", „დინამო" ბათუმი და „სამტრედია".