
„ლივერპულის" ოფიციალურმა გვერდმა, ქართველი მეკარის გიორგი მამარდაშვილის სადებიუტო ოფიციალურ თამაშის სავარაუდო თარიღი დაასახელა. გამომდინარე იქიდან, თუკი ზემოთხსენებულ წყაროს დავეყრდნობით და სტატუსიდან და კიდევ არნე სლოტის სურვილიდან გამომდინარე, გადაახალისოს „ლივერპულის" შემადგენლობა, შესაძლოა ეს სტატია კლუბის მიერ გაკეთებულ ანონსადაც კი ჩავთვალოთ. მამარდაშვილის დებიუტი კი, ოფიციალურ მატჩში, სამშაბათს, 23 სექტემბერს, „ენფილდზე", EFL თასის 1/16 ფინალში შედგეს, რომელშიც „ლივერპული" „საუთჰემპტონს" დაუპირისპირდება.
ბრიტანული კლუბის ოფიციალური ვებ-გვერდი, „ლივერპულის" გულშემატკივარს შეახსენებს, რომ გიორგი, კლუბს „ვალენსიიდან" 2025 წლის ზაფხულში შეუერთდა და სეზონამდე, ერთ-ერთი რიგითი პრეს-კონფერენციის დროს განაცხადა, რომ მოუთმენლად დაელოდება სადებიუტო მატჩს ახალი კლუბის შემადგენლობაში.
„მომთმენი უნდა ვიყო. მე ბევრი ვუმუშავე და მოუთმენლად ველი დებიუტს ოფიციალურ თამაშში. ძალიან ბედნიერი ვარ. არ აქვს მნიშვნელობა ვთამაშობ თუ არა, მე უნდა მზად ვიყო. მე ყოველდღიურად ბევრს ვმუშაობ", - ამბობს გიორგი მამარდაშვილი.
მამარდაშვილი, რომელიც ლივერპულს თითქმის უკვე სამი თვეა შეუერთდა კარგად შეეწყო კლუბს და გარემოს, რომელიც მას ახვევია. კლუბის მხრიდანაც, მისი მხრიდა მოლოდინები იყო მაღალი და შესაბამისად გადაჭარბებული, ნათქვამია კლუბის სტატიაში.
„მართლა კარგი ხალხია. ალი ძალიან დამეხმარა თავდაჯერებაში. როდესაც ბავშვი ვიყავი, თითქმის სიზმარივით იყო, მეთამაშა ალისონის, ვირჯილის და მოს (სალაჰი) გვერდით. ახლა მათ გვერდით ვარ და ამით ძალიან ბედნიერი ვარ. ამ გუნდში ძალიან ბევრი მაღალი დონის ფეხბურთელია. ეს ადრეც ვიცოდი, მაგრამ რაც აქ ყოფნისას ვნახე „სიგიჟეა". ნამდვილი „სიგიჟეა", - ამბობს 24 წლის ქართველი ფეხბურთელი „ლივერპულის" გვერდისთვის მიცემულ ინტერვიუში.
„ლივერპულის" ოფიციალური გვერდი იტყობინება, რომ კლუბი ახალ „ფრონტს" ხსნის სათასო თვალსაზრისით. ამ გადმოსახედიდან ლივერპულელთა შორის, „მამარდას" გამოჩენაც საინტერესოა. სხვათა შორის, ბოლო მოთამაშე, რომელსაც „ლივერპულუს" შემადგენლობაში, 25-ნომრიანი მაისური ეცვა, პეპე რეინა იყო, რომელმაც 2005-2013 წლებში 394 შეხვედრა ჩაატარა. შესაბამისად, კლუბის ვებ-გვერდმა, ამ მცირე, მაგრამ დეტალზეც გაამახვილა ყურადღება.
„მამა მეკარე იყო და 25-ნომრიანი მაისურით თამაშობდა. მე მის გზას ვაგრძელებ, ასე ვფიქრობ. პეპეს, „ვილიარეალში" შევხვდი, როდესაც მის წინააღმდეგ ვითამაშე. ძალიან კარგი ბიჭია და კარგი ადამიანი. ასევე კარგი მეკარეა", - ამბობს გიორგი მამარდაშვილი, რომელსაც მიჩანია, რომ „ვფიქრობ, ყველა შეჯიბრი მნიშვნელოვანია. ეს არის კიდევ ერთი შანსი, რომ ფანებმა იამაყონ".
ჩვენის მხრივ შეგახსენებთ, რომ ხსენებული მატჩი, 23 სექტემბერს, თბილისის დროით, 23:00 საათზე დაიწყება.
სტატია მომზადებულია liverpoolfc.com-ის მიხედვით





  ჩვენ







