ნიუ ვიჟენის სტადიონზე თბილისური დერბი ფრედ დასრულდა
ნიუ ვიჟენის სტადიონზე თბილისური დერბი ფრედ დასრულდა
22.09.2025
ავტორი: თამარ ჯიშკარიანი

ქალთა ლიგის ზედა ჯგუფის მეორე ტურის მეორე შეხვედრა დღეს, 22 სექტემბერს გაიმართა. თბილისში, „ნიუ ვიჟენის" სტადიონზე, „ელიტამ", „კვარტალს" უმასპინძლა. თბილისური დერბი საინტერესო გამოდგა და ორივე გუნდს ჰქონდა გოლის გატანის შესაძლებლობა, თუმცა, ოდნავ მეტი ალბათ, უფრო მასპინძლებს, რომლებმაც მეორე ტაიმი 9 ფეხბურთელით დაასრულეს. შეხვედრა კი, გოლების გარეშე, ფრედ, 0-0 დასრულდა.


ქალთა ლიგის ზედა ჯგუფში, ჩემპიონატის დასრულებამდე ოთხი ტურით ადრე, გათამაშებას „ნიკე-ლუსო" ლიდერობს 22 ქულით, 16 ქულა აქვს, ამ მომენტში ქვეყნის მოქმედ ჩემპიონს „ლანჩხუთს", ბრინჯაოს მედლებისთვის მებრძოლი ორი გუნდი, „კვარტალი" და „ელიტა", ზემოთხსენებულ გუნდებს სოლიდურად ჩამორჩებიან, თუმცა, ისევე, როგორც „ნიკე-ლუსოსა" და „ლანჩხუთის" შემთხვევაში, აქაც, გუნდების ქულებს შორის სხვაობა 6 ქულაა. ორი ტურის შემდეგ „კვარტალს" 7 ქულა აქვს, „ელიტას" - 6.


ქალთა ლიგის მომდევნო ტური 4 ოქტომბერს არის დანიშნული.


„ლანჩხუთი" - „ელიტა"

„კვარტალი" - „ნიკე-ლუსო"


გათამაშების ცხრილი