„იბერია 1999“-მა ისევ წააგო და გამოსავალი - მთავარი მწვრთნელი გაანთავისუფლა
„იბერია 1999“-მა ისევ წააგო და გამოსავალი - მთავარი მწვრთნელი გაანთავისუფლა
21.09.2025
ავტორი: თამარ ჯიშკარიანი

საქართველოს საფეხბურთო ჩემპიონატის 25 ტურის შემდეგ, გორის „დილა", რომელმაც წინა ტურის დასრულების შემდეგ, მოახერხა სატურნირო ცხრილის სათავეში მოხვედრა, „იბერია 1999"-ს უკვე ოთხი ქულით უსწრებს. იბერიელები ამ ტურში, თბილისურ დერბიში, „დინამო არენაზე" საქართველოს ყველაზე ტიტულოვან კლუბთან, „დინამო თბილისთან" 2-1 დამარცხდნენ. ანგარიში ამ შეხვედრაში კურიოზული გოლით გაიხსნა. დინამოელთა გამოცდილმა მეკარემ, მე-6 წუთზე გურამ გოშთელიანის დარტყმული, როგორც ჩანს თავდაპირველად კარის ჩარჩოსთვის აცდენილად ჩათვალა, როცა ბურთის მოძრაობის ტრაექტორია აღიქვა კი, უკვე გვიან იყო. თუმცა, გამოცდილმა მეკარემ, შეხვედრის ბოლო წუთზე მასპინძლები აშკარა გოლს გადაარჩინა, როდესაც კარის ხაზიდან მოახერხა ბურთის გამოტანა. მანამდე კი, იყო ლადო კაკაშვილის შეგირდების დაბრუნება თამაშში, რომლებმაც საინტერესო ტაქტიკით ითამაშეს - რეალურად ბურთი, მეტოქეს დაუთმეს, თუმცა, თამაში გააკონტროლეს და ორი გოლი გაიტანეს. 23-ე წუთზე ოსეი ბარნსის გადაცემის შემდეგ, გიორგი ხარაიშვილმა გაიტანა. მე-80 წუთზე კი, ხარაიშვილმა გოლს, საგოლე გადაცემა მიუმატა და ირაკლი სირაძეს გოლის გატანაში დაეხმარა. 25 ტურის შემდეგ, 41 ქულა დააგროვა და „იბერიასთან" სხვაობა 11 ქულამდე შეამცირა. „იბერია 1999"-მა კი, მორიგი მარცხის შემდეგ, საქართველო ყველაზე წარმატებულ მწვრთნელთან, გია გეგუჩაძესთან დამშვიდობება გადაწყვიტა, რომელმაც რეალურად გუნდთან ერთად, მხოლოდ, ევროტურნირების შემდეგ ჩაიბარა...


რაც შეეხება გორის „დილას", მათ გასვლაზე, წყალტუბოს საფეხბურთო ცენტრში, „სამგურალი" 1-2 დაამარცხეს. წყალტუბოელთაგან, ამ შეხვედრაშიც გაიტანა გიორგი ფანცულაიამ. 31 წლის ფეხბურთელისთვის, გორელთა კარში გატანილი 11-მეტრიანი, მიმდინარე სეზონში, მე-8 გოლი იყო.  ანგარიში კი, სწრაფი გოლით, პირველ წუთზე არუნა უატარამ გაიტანა. გორელებმა მნიშვნელოვანი სამი ქულა, იმერეთიდან, მე-80 წუთზე, სირილ ედუძის გატანილი გოლის წყალობით წამოიღეს.


29-ე წუთზე, 10 კაცით დარჩენილ ბათუმის „დინამოს", რომელსაც სათადარიგო სკამზეც კი, მხოლოდ ხუთი ფეხბურთელი ჰყავდა მეკარის ჩათვლით, „თელავმა" 1-3 მოუგო. კახელთა ესპანელი ლეგიონერის ინიგო მარტინის დუბლის (33', 45'+3) წყალობით, სტუმრები პირველ ტაიმის 0-2-ს იგებდნენ. 65-ე წუთზე ანდრია დევდარიანმა კიდევ უფრო გაამყარა სამი ქულა, თუმცა, ვალერი გაგუას გუნდმა, 73-ე წუთზე მაინც გაუშვა გოლი. 11-მეტრიანი უერდი მარამ გაიტანა. ამ გამარჯვების მიუხედავად, „თელავი" ჯერ ისევ გადათამაშების ზონაშია.


ყველანაირი ამინდი და დამატებული 18 წუთი დასჭირდა ფოთში, ფაზისის სტადიონზე, ადგილობრივი „კოლხეთი 1913"-სა და „ტორპედოს" შორის გამარჯვებულის გამოვლენას. ანგარიში პირველი ტაიმის მიწურულს, 41-ე წუთზე დავით ფაღავას გოლით გაიხსნა. მოჰამედ შერიფიმ 54-ე წუთზე გაათანაბრა. ამის შემდეგ, 68-ე წუთზე ნიკოლას კაპანაძემ, ფოთელები კვლავ დააწინაურა. თუმცა, თამაშის მიწურულს, მასპინძელთათვის მოვლენები დრამატულად განვითარდა. ოთხწუთიან მონაკვეთში, „კოლხეთის" კარში, ბიორნ იონსენმა ორი პენალტი გაიტანა, ამასთან, ფოთელთა რიგებიდან, აკაკი გიუნაშვილი გააგდეს. მსაჯის მიერ თამაშისთვის კომპენსირებული 18 წუთის მე-9 წუთზე კი, ლადო მამუჩაშვილმა კიდევ ერთი გოლი გაიტანა და ამ შეხვედრაში საბოლოო ანგარიში დააფიქსირა.


ტურის ბოლო შეხვედრაში, თბილისში, მიხეილ მესხი 2-ზე „შემოდგომა" მძვინვარებდა, ყვითელი ბარათებიდან გამომდინარე, რომელიც მასპინძელმა „გარეჯის" ფეხბურთელებმა დაიმსახურეს. პირველ ტაიმში, რომელსაც მსაჯმა 7 წუთი დაამატა, სამჯერ მოუხდა ბარათის ჩვენება. მასპინძლებმა გოლებიც ამ მონაკვეთში გაიტანეს - 21-ე წუთზე გიორგი გოგოლაშვილმა გაიტანა, მსაჯის მიერ კომპენსირებული დროის მე-7 წუთზე კი, 11-მეტრიანით, გარეჯელები თორნიკე ძებნიაურმა კიდევ უფრო დააწინაურა. რეალურად ყველაფერი ისე მიდიოდა, რომ „გაგრა" უნდა დამარცხებულიყო, თუმცა, მე-60 წუთზე, შეცვლაზე შემოსულმა დათუნა გოცირიძემ 66-ე და 87-ე წუთებზე დუბლი შეასრულა და „გაგრას" ქულა გადაურჩინა.  შეხვედრა ფრედ, 2-2 დასრულდა.


მომდევნო ტური, ეროვნულ ლიგაში 27 და 28 სექტემბერს არის ჩანიშნული.

სატურნირო ცხრილი