სტაბილურად მეცამეტე, თუმცა, პირველი ოფიციალური შეჯიბრის შემდეგ
სტაბილურად მეცამეტე, თუმცა, პირველი ოფიციალური შეჯიბრის შემდეგ
21.09.2025
ავტორი: თამარ ჯიშკარიანი

დღეს პეკინში დასრულდა სალიცენზიო ტურნირი ფიგურულ ციგურაობაში, რომელშიც საქართველოს სამი წარმომადგენელი ორ დისციპლინაში ასპარეზობდა, ერთეული ქალებში ანასტასია გუბანოვა და სპორტულ ცეკვებში მარია კაზაკოვასა და ვლადისლავ კასინსკის წყვილი. ის, რომ ქართველი ფიგურული მოციგურავეებიდან, ანასტასია გახდა ზამთრის ოლიმპიური თამაშების ბოლო ლიცენზიანტი და ჩვენი გუნდის წევრი, რომელიც ზამთრის ოლიმპიურ თამაშებზე, ინდივიდუალური მედლების გარდა, გუნდურ შეჯიბრზეც სრული შემადგენლობით (ერთეულ მამაკაცებში ნიკა ეგაძე,  ერთეული ქალებში ანასტასია გუბანოვა, სპორტული წყვილებში ანასტასია მეტელკინა და ლუკა ბერულავა, სპორტული ცეკვებში დიანა დევისი და გლებ სმოლკინი) იბრძოლებს, ჩვენმა გვერდმა უკვე გიამბოთ. შესაბამისად, დღევანდელი სტატია ფიგურული ციგურაობის ქართველი გულშემატკივრისთვის კარგად ნაცნობ და საყვარელ სპორტსმენს მარია კაზაკოვას შესახებაა.


მოგეხსენებათ, მარია, გიორგი რევიასთან ერთად წლების მანძილზე ასპარეზობდა და ქართული ფიგურული ციგურაობის ისტორიაშიც საკმაოდ დიდი წვლილი აქვს შეტანილი, თუმცა, ბოლო წლებში რევია ტრავმებმა გატანჯეს, ბოლო ტრავმის გამო კი, მარია მთელი წელი გაუცდა. დაახლოებით ერთი წლის წინ კი, საქართველოს ფიგურული ციგურაობის ფედერაციამ და თავად სპორტსმენმა განცხადება გაავრცელეს, რომელშიც აქტიური სპორტიდან, გიორგი რევიას წასვლის შესახებ აცხადებდნენ. მარიამ ახალი პარტნიორის ძებნა დაიწყო და თითქმის ერთი წლის თავზე, ახლა პარტნიორთან ვლადისლავ კასინსკისთან ერთად საქართველოს სახელით, პირველ ტურნირზე იასპარეზა.


რიტმული ცეკვების შემდეგ, მარიამ და ვლადისლავმა, 59.53 (32.66 /26.87) მე-13 ადგილი დაიკავეს 19 წყვილს შორის. თავისუფალი პროგრამის შემდეგ, წყვილმა 89.25 (50.05 / 39.20) რაც ასევე მე-13 შედეგი აღმოჩნდა. საბოლოოდ, ჩვენმა წყვილმა, ორი პროგრამის ჯამში, 148.78 ქულით, მე-13 ადგილი დაიკავა.  გამომდინარე იქიდან, რომ ჩვენი წყვილისთვის ეს იყო პირველი ოფიციალური შეჯიბრი, შედეგი დამაკმაყოფილებელია.


სამწუხაროდ საქართველოს წარმომადგენლებმა ოლიმპიური ლიცენზიის მოგება, ამ ჯერზე ვერ მოახერხეს.


აქვე შეგახსენებთ, რომ მარია და ვლადისლავი, თუმცა ისევე როგორც, სტატიის დასაწყისში ნახსენები ჩენი გუნდის ყველა მოციგურავე 9-11 ოქტომბერს, თბილისში, ჩელენჯერის ტურნრიში, „თრიალეთის თასი" მიიღებენ მონაწილეობას.  სენიორებს შორის, მსგავსი კატეგორიის ტურნირი საქართველოში პირველად იმართება (იხილეთ ბმული).  გეტყვით იმასაც, რომ ოთხივე კატეგორიაში  ოლიმპიური ლიცენზიების მოპოვება მსოფლიოს მხოლოდ ხუთმა  ქვეყანამ, აშშ-მ, კანადამ, ჩინეთმა, იტალიამ და ჩვენ საქართველომ მოვახერხეთ, 2613 ქულა დავაგროვეთ და საუკეთესო ათეულში მოვხვდით, რის ხარჯზეც ოლიმპიურ თამაშებზე გუნდურ ასპარეზობაში უფლება გავინაღდეთ.