
არ ვიცი რამდენად გულშემატკივრობთ ფიგურულ ციგურაობას და რამდენად სცნობთ ამა თუ იმ სპორტსმენს, მაგრამ დღეს ანასტასია გუბანოვამ, ბოლო წლების პერსონალურ მეტოქეს ლუნა ჰენდრიქსს, დამაჯერებლად მოიგო, ამასთან, ბელგიელი მოციგურავისგან განსხვავებით, ანასტასიას მსაჯებმა მცირედი ხარვეზი დაუფიქსირეს. თუმცა, დღეს, ორივე სპორტსმენისთვის, ალბათ, ძალების მინიმალური დანახარჯით, აუცილებელი იყო, იმ ხუთეულში მოხვედრა, რომელსაც ზამთრის ოლიმპიური თამაშების ბოლო ხუთი ლიცენზია შეხვდებოდა.
თავისუფალი პროგრამა, რომელსაც სავარაუდოდ ანასტასია გუბანოვა ზამთრის 2026 წლის ოლიმპიურ თამაშებზე წარადგენს, დღეს საქართველოს წარმომადგენელმა (ისევე როგორც მოკლე პროგრამა) პირველად გამოიტანა ფართო გულშემატკივრის წინაშე. გასული საუკუნის 90-იანი წლების პოპულარული ამერიკული მხატვრული ფილმის „მოჩვენებას" მოტივებზე შექმნილ მუსიკალურ გაფორმებას, ანასტასიამ კოსტუმიც კარგად მოურგო და ტექნიკურად საკმაოდ საინტერესო ელემენტებისგან შემდგარი ნომერი ემოციურადაც შეასრულა. ჩვენმა წარმომადგენლმა 138.15 (70.15 / 68.00) დააგროვა და მეორე შედეგი დააფიქსირა. ლუნა მესამე იყო, პირველი შედეგი კი, ნეიტრალური ქვეყნის სტატუსით მოასპარეზე ადელია პეტროსიანმა აჩვენა, რომელიც არ შევცდები თუ ვიტყვი, ევროპის ორ უძლიერეს მოციგურავე ქალს, უბრალოდ, „გაეპარათ". თუმცა, ისევე, როგორც მოკლე პროგრამაში და საერთო ჯამშიც.
საერთო ჯამში კი, 206.23 ქულით მეორე შედეგით დაასრულა პეკინში დასრულებული სალიცენზიო ტურნირი.
ამრიგად, ქართველი მოციგურავეებიდან, ანასტასია გახდა ბოლო მონაწილე და გუნდის წევრი, რომელიც ზამთრის ოლიმპიურ თამაშებზე, ინდივიდუალური მედლების გარდა, გუნდურისთვისაც სრული შემადგენლობით (ერთეულ მამაკაცებში ნიკა ეგაძე, ერთეული ქალებში ანასტასია გუბანოვა, სპორტული წყვილებში ანასტასია მეტელკინა და ლუკა ბერულავა, სპორტული ცეკვებში დიანა დევისი და გლებ სმოლკინი) იბრძოლებს.





ჩვენ







