მოკლე პროგრამის შემდეგ, ანასტასია გუბანოვა მეორეა
მოკლე პროგრამის შემდეგ, ანასტასია გუბანოვა მეორეა
19.09.2025
ავტორი: თამარ ჯიშკარიანი

გასული საციგურაო სეზონის ბოლო სტარტზე წაბორძიკების შემდეგ, რის გამოც, ანასტასია გუბანოვას ჯერ კიდევ არ აქვს მოპოვებული ოლიმპიური ლიცენზია, 2025-26 წლების სპორტსმენის პირველ შეჯიბრზე, ჩვენი გუნდის წარმომადგენელმა საკმაოდ თავდაჯერებულად იასპარეზა.


პეკინში  მიმდინარე ფიგურულ ციგურაობაში, 2026 წლის  ზამთრის ოლიმპიური თამაშების  საკვალიფიკაციო ტურნირის პირველ დღეს, სპორტულ წყვილებში, მოკლე პროგრამაში, რითმულ ცეკვებში მარია კაზაკოვამ ახალ მეწყვილეთან, ვლადისლავ კრასინსკისთან ერთად იასპარეზა და 59.53 (32.66 /26.87) ქულით, მე-13 ადგილი დაიკავა. შესაბამისად, მარია და ვლადისლავი, თავისუფალ პროგრამაში, 21 სექტემბერს მეორე ჯგუფში იასპარეზებენ.


ქალთა შორის ერთეულთა თანრიგში მოკლე პროგრამაში, ბოლოდან მეორემ იასპარეზე ანასტასია გუბანოვამ. ჩვენიანმა, პროგრამა სუფთად შეასრულა და 68.08 (35.16 /32.92) ქულით მეორე ადგილი დაიკავა. გუბანოვას შემდეგ, ხანგრძლივი ტრავმის შემდეგ ყინულზე დაბრუნებული ლუნა ჰენდრიქსი ასპარეზობდა. შესაბამისად, ბელგიელს თავისუფლად შეეძლო, მოკლე პროგრამის შემდეგ ლიდერობა ეგდო ხელთ, თუმცა, პროგრამის გადასწყისში ორი შეცდომა დაუშვა, რაც მოკლე პროგრამის შემდეგ, მესამე ადგილად დაუჯდა. ამასთან, ლუნას ანასტასიასთან 1.16 ქულა აქვს ჩამორჩენა. ქალები თავისუფალ პროგრამაში ხვალ იასპარეზებენ.


ჩინეთში მიმდინარე ტურნირზე, შეგახსენებთ, რომ ზამთრის ოლიმპიური თამაშების დარჩენილი საგზურები თამაშდება - ერთეულთა კატეგორიაში  5-5 ლიცენზია, სპორტულ წყვილებსა  და  სპორტულ  ცეკვებში კი, შესაბამისად 3 და 4 საგზური. ტურნირში, ლიცენზიის მაძიებელი 100-მდე სპორტსმენი მონაწილეობს. შეგახსენებთ, რომ საქართველოს  ნაკრებს  ბოლო მსოფლიო  ჩემპიონატის  შედეგებით უკვე მოპოვებული აქვს ლიცენზიები სპორტულ წყვილებში, მამაკაცთა  და  სპორტული ცეკვების კატეგორიებში. ასე, რომ გუნდურ შეჯიბრში მონაწილეობის მისაღებად, გვაკლია ანასტასიას მიერ მოპოვებული საგზური.