ოქტომბერში თბილისი ფიგურულ ციგურაობაში პირველ საერთაშორისო ტურნირს უმასპინძლებს
ოქტომბერში თბილისი ფიგურულ ციგურაობაში პირველ საერთაშორისო ტურნირს უმასპინძლებს
19.09.2025
ავტორი: თამარ ჯიშკარიანი

იმისდა მიუხედავად, რომ მეორე დღეა, თბილისში საკმაოდ აგრილდა, „თრიალეთის თასის" ორგანიზატორები, რომლებიც ტურნირზე დასასწრებ ბილეთებს შეიძენენ, გულშემატკივარს სთხოვენ და აფრთხილებენ, თბილად ჩაიცვან. 9-11 ოქტომბერს, საქართველო და თბილისი, ისტორიაში პირველად, ფიგურული ციგურაობის საერთაშორისო ჩემპიონატს უმასპინძლებს უფროსთა კატეგორიაში!


ქართული გუნდიდან, სპორტსმენები, რომლებსაც ფართო საზოგადოება ძირითადად ტელე-ეკრანებიდან იცნობს, ერთეულ მამაკაცებში ნიკა ეგაძე,  ერთეული ქალებში ანასტასია გუბანოვა, სპორტული წყვილებში ანასტასია მეტელკინა და ლუკა ბერულავა, სპორტული ცეკვებში დიანა დევისი და გლებ სმოლკინი, ასევე მარია კაზაკოვა ახალ პარტნიორთან (მას შემდეგ რაც გიორგი რევია აქტიური სპორტიდან ტრავმების გამო წავიდა) ვლადისლავ კასინსკისთან ერთად, ქართველი გულშემატკივრის წინაშე წარსდგებიან.


ჩელენჯერის სერიის ტურნირში „თრიალეთის თასი" თბილისი, მსოფლიოს 31 ქვეყნიდან 120-ზე მეტი მოციგურავე მიიღებს. მაყურებელს ექნება უნიკალური შესაძლებლობა იხილოს საქართველოს 2026 წლის ოლიმპიური ნაკრები სრული შემადგენლობით, ისევე როგორც მსოფლიო და ევროპის ჩემპიონატების გამარჯვებული და ოლიმპიადის პრიზიორი მრავალი მოციგურავე. კონკრეტულად ცნობილი მოციგურავეების შესახებ, რომლებიც „თრიალეთის თასზე" იასპარეზებენ, ტურნირის დაწყებამდე კიდევ მოგაწვდით ინფორმაციებს.


პირველი ქართული ჩელენჯერის კატეგორიის ჩემპიონატი, „თრიალეთის თასი" ოთხივე კატეგორიაში ჩატარდება. გთავაზობთ ტურნირის დეტალურ განრიგს.


9 ოქტომბერი

13:00 - 17:05 ერთეული ქალები, მოკლე პროგრამა

17:20 - 19:55 სპორტული ცეკვები, რიტმული ცეკვა

20:10 - 23:30 ერთეული მამაკაცები, მოკლე პროგრამა


10 ოქტომბერი

12:40 - 14:50 სპორტული წყვილები, მოკლე პროგრამა

15:10 - 19:20 ერთეული მამაკაცები, თავისუფალი პროგრამა

19:40 - 22:55 სპორტული ცეკვები, თავისუფალი პროგრამა

23:00 დაჯილდოების ცერემონია: სპორტული ცეკვები, ერთეული მამაკაცები


11 ოქტომბერი

13:05 - 18:10 ერთეული ქალები, თავისუფალი პროგრამა

18:30 - 21:10 სპორტული წყვილები, თავისუფალი პროგრამა

21:10 დაჯილდოების ცერემონია: სპორტული წყვილები, ერთეული ქალები


და ბოლოს გაფრთხილება გულშემატკივრისთვის, რომელსაც საქართველოს ფიგურული ციგურაობის ფედერაცია ავრცელებს - „გაითვალისწინეთ, რომ ყინულის მოედნის ტერიტორიაზე ტემპერატურა დაახლოებით 15°C გრადუსია. ჩაიცვით თბილად!"