
სასტარტო შემადგენლობიდან, 61 წუთი, „მაკრატელას" მცდელობა, გამოზომილი ჩაწოდებები კუთხურიდან, მეოთხე წუთზე მიღებული ყვითელი ბარათი და ქუსლით დატოვებული საგოლე გადაცემა - ეს არის ის მოკლე ჩამონათვალი, რაც გიორგი ქოჩორაშვილის სადებიუტო შეხვედრიდან დაგვამახსოვრდა ჩემპიონთა ლიგაზე. „ქოჩორას" „სპორტინგმა", 4-1 დაამარცხა ალმათის „ქაირათი", რომელსაც დღეს, ქართველი ლეგიონერი, გიორგი ზარია აკლდა.
მასპინძლებმა, ანგარიში 44-ე წუთზე, სწორედ ქართველის მიერ გაკეთებული გადაცემის შემდეგ ტრინკაოს გოლით გახსნეს, რომელმაც საბოლოოს დუბლი შეასრულა. რეალურად, პორტუგალიურმა კლუბმა, თამაში სამ წუთიან მონაკვეთში მოიგო, როდესაც მეტოქეს სამი გოლი გაუტანა - ტრინკაომ (65'), ალისონ სანტოსმა (67') და კუენდამ (68'). თუმცა, „ქაირათის" მეკარის ასაკიდან გამოდინარე, რომელიც მხოლოდ 18 წლის იყო, შეცდომების გამოსასწორებლად, რომლებიც ალმათელებმა დაუშვეს, სერჰან ქალმურზამ, რომელიც პირველ ტაიმში თითქმის გაუვალი იყო, ვეღარ უშველა. მიუხედავად ოთხი მიღებული გოლისა, ყაზახურმა გუნდმა, უეფა-ს ჩემპიონთა ლიგის მთავარ ბადეში, გუნდისთვის სადებიუტო თამაშში გოლი მაინც გაიტანა და ის, სანტოსის (86') ანგარიშზეა.
მომდევნო ტურში, „ქოჩორას" „სპორტინგი" გასვლაზე „ნაპოლისთან" გამართავს შეხვედრას, გიორგი ზარიას „ქაირათი" კი, 30 სექტემბერს მადრიდის „რეალს" უმასპინძლებს.
დღევანდელი და პირველი სათამაშო ფანჯრის ბოლო დღის მატჩები ასე დასრულდა:
„ბრიუგე" - „მონაკო" 4-1
„კოპენჰაგენი" - „ლევერკუზენი" 2-2
„აინტრახტი" - „გალათასარაი" 5-1
„მანჩესტერ სიტი" - „ნაპოლი" 2-0
„ნიუკასლი" - „ბარსელონა" 1-2
სასტარტო სათამაშო ფანჯრის შემდეგ, სატურნირო ცხრილი საკმაოდ საინტერესოდ გამოიყურება. თუმცა, ეს მხოლოდ პირველი სათამაშო ტური იყო და ამ ცხრილშიც ბევრი რამ შეიცვლება.
ფოტო: (c) UEFA





ჩვენ







