ჩემპიონთა ლიგის ახალ სეზონში გიორგი ცხოვრებაძის დებიუტი შედგა
			
11.09.2025
	ავტორი: ხელბურთის ფედერაცია
	ხელბურთის ჩემპიონთა ლიგაში ხორვატიის ჩემპიონმა „ზაგრებმა", სადაც საქართველოს ნაკრების ლიდერი გიორგი ცხოვრებაძე თამაშობს, პირველი ტურის მატჩი ჩრდილოეთ მაკედონიის „პელისტერთან" სტუმრად გამართა და 23-25 დამარცხდა.
შეხვედრაში მონაწილეობა მიიღო გიორგი ცხოვრებაძემ, რომლის ანგარიშზე სადებიუტო მატჩში ერთი გოლია. ჩემპიონთა ლიგის მიმდევნო შეხვედრას „ზაგრები" 17 სექტემბერს სტუმრად პოლონეთში პლოცკის „ვისლასთან" გამართავს.





  ჩვენ







