
ვიდრე დღეს, 3 სექტემბერს თავიდან ბოლომდე სანაკრებო ამბებში გადავეშვებით, ერთი საინტერსო ცნობა, რომელსა ქალთა საფეხბურთო კლუბი „ლანჩხუთი", უეფა-დან მიღებულ ოფიციალურ წერილზე დაყრდნობით ავრცელებს:
„UEFA - დან მიღებული ოფიციალური ინფორმაციის მიხედვით ანანო წიქარიძე, როგორც მოსალოდნელი იყო, არის ყველაზე ახალგაზრდა ქართველი ფეხბურთელი (16 წელი, 110 დღე), რომელსაც ჩემპიონთა ლიგაზე გოლი გაუტანია და არის რიგით მეოთხე ყველაზე ახალგაზრდა ფეხბურთელი საერთოდ ლიგის ისტორიაში, რომელმაც მეტოქის კარის აღება შეძლო!", - ნათქვამია კლუბის მიერ გავრცელებულ ცნობაში.
შეგახსენებთ, რომ ანანო წიქარიძე, ქალთა ლიგის 2024 წლის სეზონზე, საუკეთესო ფეხბურთელად აღიარეს. „ლანჩხუთში" თამაში კი, ფეხბურთელმა 2025 წლის სეზონიდან დაიწყო. საქართველოს ასაკობრივი და ეროვნული ნაკრების ფეხბურთელს, ასაკობრივი გუნდის შემადგენლობაშიც აქვს მნიშვნელოვანი გოლი გატანილი. ქალთა ლიგის გათამაშებაში კი, რეგულარული ჩეპიონატის დასრულების შემდეგ, წიქარიძის ანგარიშზე ჯერ მხოლოდ 7 გოლია, თუმცა, „ლანჩხუთმა" გოლების უმეტესობა, სწორედ ახლაგაზრდა ფეხბურთელის გადაცემების შემდეგ გაიტანა.