
რამდენიმე დღიანი მარჩიელობის შემდეგ, ძირითადად ქართული თუ უცხოური ყვითელი, „ახალი მედიის" წარმომადგენლობის მხრიდან, „ვილიარეალმა" გიორგი მიქაუტაძის ტრანსფერი დაადასტურა. მაშინ, როდესაც ჟორჟი, უკვე თბილისში, სასტუმრო „პარაგრაფში" ბინავდებოდა, კლუბმა, ესპანელ და უკვე ქართველ გულშემატკივარსაც (რომელთა რაოდენობაც, ესპანური კლუბის სოციალურ მედიაში, ჟორჟისთან დაკავშირებული ჭორების პროპორციულად გაიზარდა), ამცნო, რომ 2000 წლის 31 ოქტომბერს, საფრანგეთში, ლიონში დაბადებული და გაზრდილი, საქართველოს ნაკრების წევრი 6 წლით, „ყვითლებში" დაიდებს ბინას.
ესპანურმა კლუბმა ჟორჟს კონტრაქტი 2031 წლის ჩათვლის დაუდო. კლუბის საწვრთნელ პროცესს, მიქაუტაძე სანაკრებო თამაშების შემდეგ შეუერთდება, რომელსაც საქართველოს ეროვნული ნაკრები 4 და 7 სექტემბერს, თურქეთისა და ბულგარეთის ნაკრებების წინააღმდეგ გამართავს. ასე, რომ თუკი, საქართველოსა და ესპანეთის ნაკრებების დაპირისპირებებიდან, „ბომბარდირის" შესასწავლად, მსოფლიო ჩემპიონატის ჯგუფში ჩვენს მეტოქეს რამე „დანაკლისი" აქვს, ოქტომბრის შეკრებამდე, საკმაო დრო და დატვირთული კალენდარი აქვს, მის შესავსებად.
მანამდე კი, „ყვითლების" ოფიციალური გვერდი ჟორჟის უნარებიდან ყურადღებას ქართველის სულით „ბომბარდირობას" და საგოლე მომენტების შემქნის უნიკალურ უნარს უსვამს ხაზს. სხვა თუ არაფერი, ამაზე ჟორჟის მიერ 37 შეხვედრაში გატანილი 20 გოლიაო - დასძენს „ვილიარეალის" ვებ-გვერდი.
ამ ამბიციური შენაძენით, რომელიც თავის მხრივ, ერთ-ერთი საუკეთესო შემტევია ევროპაში, სწორედ, ასე მოიხსენიებენ ჟორჟის ტრანსფერს, „ვილიარეალი" შეტევის ხაზის გაძლიერებას გეგმავს. შეგახსენებთ, რომ ჟორჟის ახალ კლუბს 2025-2026 წლების სეზონზე დიდი გამოცდა ელის, როგორც ლალიგა 1-სა და ესპანეთის Copa del Rey-ზე, ასევე, უეფა-ს ჩემპიონთა ლიგაზე, სადაც ქართველოს ესპანურ კლუბს საშინაო თამაშების გამართავ „მანჩესტერ სითისთან", „იუვენტუსთან", „აიაქსთან" და „კოპენჰაგენთან", ხოლო სტუმრად, დორტმუნდის „ბორუსიასთან", „ლევერკუზენთან", „ტოტენჰემთან" და „პაფოსთან" მოუწევს თამაში.
ფოტო: (c) Villarreal CF და სფფ