რამაზ სვანაძის ახალგაზრდული ბევრი სიახლით ახალი შესარჩევის წინ
რამაზ სვანაძის ახალგაზრდული ბევრი სიახლით ახალი შესარჩევის წინ
02.09.2025
ავტორი: თამარ ჯიშკარიანი

ბევრი სიახლით და მხოლოდ, ოთხი „ძველი" ფეხბურთელით, რამაზ სვანაძის ახალგაზრდული ნაკრები 21-წლამდე ევროპის ჩემპიონატის ახალ შესარჩევ ციკლს 9 სექტემბერს, 20:00 საათზე, ქუთაისში დაიწყებს. წინა შესარჩევი ციკლის მსგავსად, სადაც „სვანას" გუნდში ბევრი ახალი სახე იყო და ბოლოს, მისმა გუნდა სლოვაკეთში, ევროპის 2025 წლის ახალგაზრდულ ევროზე იასპარეზა, საქართველოს ახალგაზრდული ნაკრები, ამჯერადაც წყალტუბოში შეიკრიბა და გრძელ გზას, ქუთაისიდან იწყებს.


მეკარეები: მიხეილ მაქაცარია („დინამო თბილისი"), საბა ქაჯაია („რეალ" მურსია, ესპანეთი), რევაზ კურტანიძე („იბერია 1999"); მცველები: ჟორჟე ქარსელაძე („აკადემიკა კოიმბრა", პორტუგალია), დავით ბუკია („ლოკომოტივი" თბილისი), ლუკა ლაცაბიძე („დინამო თბილისი"), ალექსანდრე ნარიმანიძე („ჟილინა", სლოვაკეთი), მათე შათირიშვილი („დინამო თბილისი"), აკაკი გიუნაშვილი („კოლხეთი 1913", ფოთი), საბა ხარებაშვილი („დინამო თბილისი"), გიორგი ტაბატაძე („ვაილე", დანია); ნახევარმცველები: დაჩი ლორთქიფანიძე („კრემონეზე", იტალია), ნიკოლოზ დადიანი („იბერია 1999"), გაბრიელ სიგუა („ლოზანა სპორტი", შვეიცარია), ცოტნე ბერელიძე („დინამო თბილისი"), გია ნადარეიშვილი (გაგრა), ირაკლი იეგოიანი („ექსელსიორი", ნიდერლანდები), ლუკა წულუკიძე („დინამო" ბათუმი), გიორგი ხარებავა („კოლხეთი-1913", ფოთი), ალეკო ბასილაძე („ტორპედო" ქუთაისი); თავდამსხმელები: დიეგო დეისაძე („ტერმალიკა ნეცეჩა", პოლონეთი), საბა გეგიაძე („სპაერი"), დავით გოცირიძე („გაგრა").


სასტარტო შეხვედრაში რამაზ სვანაძის განახლებული ნაკრები 9 სექტემბერს, 20:00 საათზე ჩრდ. ირლანდიის ახალგაზრდულ ნაკრებს დაუპირისპირდება. ამჯერად ქართულ გუნდს, ჩრდ. ირლანდიელების გარდა, მალტას, ლატვიის, საბერძნეთისა და გერმანიის ნაკრებების წინააღმდეგ მოუწევს გამკლავება.


კალენდრის მიხედვით, სვანაძის გუნდს, სექტემბერში ერთი მატჩის ჩატარება უწევთ, აი, ოქტომბრიდან კი, ჩვენები უფრო დაიტვირთებიან. მოახლოებული თამაშისთვის, საქართველოს ახალგაზრდულმა ნაკრებმა 23-ის ნაცვლად, პირველი ვარჯიში, 22 ფეხბურთელით ჩაატარა. გუნდთან ერთად, არ იყო და  გუნდს, 2 სექტემბრიდან შეუერთდება გაბრიელ სიგუა, რომელმაც რამდენიმე დღის წინ, კლუბი შეიცვალა. ახალ კლუბთან, „ლოზანა სპორტის"-თან ერთად კი, გასულ კვირას, უეფა-ს კონფენენს ლიგის მთავარ ტურნირზე ასპარეზობის უფლება მოიპოვა, მას შემდეგ, რაც სტამბოლში „ბეშიქთაში" დაამარცხა.  


მატჩზე დასასწრები ბილეთების გაყიდვა 2 სექტემბერს დაიწყება. ასე, რომ თუ ქუთაისელები და უბრალოდ ახალი სახეების გაცნობის მოსურნე გულშემატკივარი არ დაიზარებენ, შეიძენენ ბილეთებს, დაესწრებიან თამაშა და იქ ომახიანად გაამხნევებენ, არ იქნება ურიგო.

 

სფფ-ის ფოტო