
მას შემდეგ, რაც გიორგი მამარდაშვილმა ლა ლიგა დატოვა, გიორგი ქოჩორაშვილმა კი, ლა ლიგა 2-ი, ქართველების ყურადღება, ამჯერად სხვა ესპანური კლუბის გარშემო ტრიალებს - რამდენიმე დღეა, ფეხბურთის ქართველი გულშემატკივარი „ვილიარეალის" ვებ-გვერდსა და სოციალურ ქსელებს, ყველაზე მეტად ჩავკირკიტებთ, იქნებ და, ფაბრიციოს და საბას მიერ გავრცელებულ ცნობებზე, მეტი და თანაცა ოფიციალური შევიტყოთ. სწორედ ამ ესპანურ კლუბში, სანაკრებო შესვენების დაწყებამდე და სატრანსფერო ფანჯრის დახურვამდე ერთი დღით ადრე ქართველმა ფეხბურთელმა გიორგი მიქაუტაძემ სამედიცინო შემოწმება გაიარა და ახლა ყველა, ფრანგული „ლიონისგან" და ესპანური კლუბიდან ტრანსფერის დადასტურებას ოფიციალურად ველით. მანამდე კი, ჩვენი ბომბარდირი, „ლიონის" ფანებმა და გუნდმა, დღევანდელი თამაშის დასრულების შემდეგ გააცილეს. ჟორჟის გარეშე კი, ფრანგულ ლიგა 1-ში, „ლიონმა", საშინაო შეხვედრაში „მარსელი", 87-ე წუთზე სტუმართა (ლეონარდო ბალერდი) ავტოგოლის წყალობით გაიმარჯვა.
„მეცის" სასტარტო შემადგენლობიდან დაიწყეს კვლავ, თამაში გიორგი წიტაიშვილმა და გიგი აბუაშვილმა. „პარიზთან" შეხვედრაში, ანგარიშიც სტუმრებმა გახსნეს, მეორე ტაიმში კი, სწორედ წიტაიშვილის გადაცემით, 54-ე წუთზე ანგარიში გაათანაბრეს. ქართველების შეცვლიდან (62') რამდენიმე წუთში, „მეცმა", კიდევ ერთი გოლი გაუშვა და საბოლოოდ, 3-2 დამარცხდა.
გაიმარჯვა პსჟ-მაც, „ტულუზასთან" გასვლით შეხვედრაში. ხვიჩა კვარაცხელიამ სათადარიგო შემადგენლობიდან დაიწყო და მოედანზე მხოლოდ, 63-ე წუთზე გამოჩნდა, როდესაც ანგარიში, უკვე 1-5 იყო ქართველის გუნდის სასარგებლოდ. პსჟ-მ საბოლოოდ, 3-6 გაიმარჯვა და სატურნირო ცხრილში, მისთვის ჩვეულ ადგილზე განთავსდა.
სასტარტო შემადგენლობიდან დაიწყო და სრული მატჩი ჩაატარა საფრანგეთის ლიგა 2-ში ზურიკო დავითაშვილმა, რომლის გუნდმაც, „სენტ ეტიენმა" ფრედ, 1-1 ითამაშა „გრენობლისთან". სამი ტურის შემდეგ, ქართველის გუნდი სატურნირო ცხრილის ლიდერია.
ვიდრე, ჟორჟი ესპანურ კლუბს უკვე, მოედანზე შეუერთდება, ჩვენ კი, საფრანგეთის პირველობაზე ამ მომენტში სასაუბრო ამოვწურეთ, ისიც ვთქვათ, რომ „ვილიარეალმა" გასვლით შეხვედრაში „სელტა ვიგოსთან" ფრედ, 1-1 ითამაშა და 3 ტურის შემდეგ, 7 ქულით, მესამე ადგილზეა.
პორტუგალიის ჩემპიონატში გიორგი ქოჩორაშვილის „სპორტინგი", „პორტუსთან" 1-2 დამარცხდა. ქართველმა სასტარტო შემადგენლობიდან დაიწყო, თუმცა, 67-ე წუთზე შეცვალეს. ოთხი ტურის შემდეგ, „სპორტინგი", მესამე ადგილზეა.
„ტონდელასთან" ფრედ 2-2 ითამაშა ნოდარ ლომინაძის „ეშტორილისთან". ქართველმა სასტარტო შემადგენლობიდან დაიწყო და ის 67-ე წუთზე შეცვალეს. შეგახსენებთ, რომ ყველა ზემოთხსენებული ფეხბურთელი უკვე ხვალიდან, თბილისში ჩამოვა და ეროვნული ნაკრების შეკრებას შეუერთდება.
29 აგვისტოს ქართული მედიისთვის გამართულ პრეს-კონფერენციაზე საქართველოს ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ვილი სანიოლმა სინანული გამოთქვა, რომ გუნდის პირველ და მეორე მეკარეებს სათამაშო დრო არ აქვთ, თუმცა, სეზონის დასაწყისში, ამხანაგურ თამაშებში მიღებული გამოცდილება, საკმარისი უნდა იყოსო, დასძინა სანიოლმა.
ამჯერადაც, გიორგი მამარდაშვილმა „ლივერპულისა" და „არსენალის" შეხვედრას, რომელიც ქართველის გუნდის გამარჯვებით, 1-0 დასრულდა, სათადარიგო სკამიდან უყურა.
საბერძნეთის სუპერ ლიგაში, გაიმარჯვა ლუკა გუგეშაშვილის „პაოკმა", რომელმაც 1-0 „ატრომიტოსი" დაამარცხა. „გუგეშა" კვლავ, სათადარიგო სკამზე იჯდა.
7 ტურის შემდეგ, 14 ქულით, პოლონურ ექსტრაკლასაშვი, მეორე ადგილზეა ოთარ კაკაბაძის „კრაკოვია". ქართველის გუნდმა 2-1 სანაკრებო შესვენებამდე, ვარშავის „ლეგია" დაამარცხა. კაპიტნის სამკლაურით, „კაკაბამ" სრული შეხვედრა ჩაატარა, ხვალ კი, უფრო ზუსტად უკვე დღეს, საქართველოს ნაკრების შეკრებას შემოუერთდება.
სლოვაკეთის ნაიკის ლიგაში, მორიგი ქულები ჩაიწერა „სლოვანმა", რომელმაც „კოშიცე" 3-2 დაამარცხა. თუმცა, საქართველოს ეროვნული ნაკრების კაპიტანი გურამ კაშია, ვლადიმირ ვაისის გუნდის შემადგენლობაში არ იყო.
23 წუთი მოუწიათ ერთმანეთის პირისპირ თამაში ჰაქან ჩალჰანოლუსა და ჩვენს საბა გოგლიჩიძეს, რომელიც, „ინტერისა" და „უდინეზეს" დაპირისპირებაში მეორე ტაიმში შემოიყვანეს, ჰაქანმა კი, ძირითადი შემადგენლობიდან დაიწყო. ანგარიში, მილანელებმა გახსნეს, თუმცა, საბოლოოდ, „უდინეზე" სერია A-ს გასვლითი შეხვედრა 1-2 მოიგო და ამ ეტაპზე, სატურნირო ცხრილში, მე-5 ადგილზეა.
როგორც იქნა შემადგენლობაში იყო, სასტარტოდან დაიწყო და სრული შეხვედრა ჩაატარა ირაკლი აზაროვმა, რომლის „შახტარტმაც", „ოლექსანდრია" 2-0 დაამარცხა. ბუნებრივია, ქართველ გულშემატკივარს ადარდებს, საკმაოდ ნიჭიერი „აზარას" მიმართ, კლუბის მთავარი მწვრთნელის არდა თურანის უნდობლობა, თუმცა, იმედია, ირაკლი, თბილისში, კარგ განწყობაზე შემოუერთდება ნაკრებს.
რუმინეთის სუპერ ლიგის მე-8 ტურში, სასტარტო შემადგენლობიდან დაიწყო და სრული შეხვედრა ჩატარა ანრი მექვაბიშვილი „უნივერსიტატია კრაიოვამ", რომელმაც გასვლით შეხვედრაში ფრედ, 1-1 ითამაშა „ბოტოსანისთნ". 8 ტურის შემდეგ, „მექვაბას", რომელიც ასევე ხვალიდან შემოუერთდება ეროვნულ ნაკრებს, გუნდს 20 ქულა აქვს და სატურნირო ცხრილის ლიდერია.
MLS-ის მორიგ ტურში საბა ლობჟანიძის „ატლანტა იუნაიტედმა" გასვლით შეხვედრაში მინიმალური ანგარიშით 0-1 „ნეშვილი" დაამარცხა. ქართველმა სათადარიგო შემადგენლობიდან დაიწყო და მოედანზე 61-ე წუთზე შევიდა. ქართველის გუნდი კვლავ აღმოსავლეთ კონფერენციის სატურნირო ცხრილში 12-ე ადგილზეა.
ბოსნია და პერცეგოვინას ჩემპიონატში, გიორგი გულიაშვილის „სარაევომ", „პრიედორი" მინიმალური ანგარიშით 1-0 დაამარცხა. ქართველმა სასტარტო შემადგენლობიდან დაიწყო და სრული მატჩი ჩაატარა.
გერმანიის ბუნდესლიგის მეორე ტურში, გორგი გოჩოლეიშვილის „ჰამბურგი", საშინაო შეხვედრაში „პაულისთან" სასტარტო შემადგენლობიდან დაიწყო და ორი ყვითელი ბარათი მიიღო და 77-ე წუთზე იძულებული გახდა მოედანი დაეტოვებინა. მისი გუნდი კი, 0-2 დამარცხდა.
ამავე ტურში, დამარცხდა კიდევ ერთი ქართველის, ბუდუ ზივზივაძის „ჰაიდენჰაიმიც" „ლაიპციგთან" გასვლით შეხვედრაში 2-0. ბუდუმ, სათადარიგო შემადგენლობიდან დაიწყო და მოედანზე 57-ე წუთზე გავიდა, თუმცა, მისმა გუნდმა ვერაფრის გაკეთება ვერ მოახერხა.
ავსტრიულ ბუნდესლიგაში ოთარ კიტეიშვილის „გრაცის შტურმა" გასვლით შეხვედრაში მე-5 ტურში „გრაცერი" 0-3 დაამარცხა. ქართველმა სასტარტო შემადგენლობიდან დაიწყო, თუმცა, „კიტე" მეორე ტაიმში ტრავმის გამო შეცვალეს. ჩვენის მხრივ იმედს, ვიტოვებთ, რომ კიტეიშვილის ტრავმა არაა სერიოზული და ის 1 სექტემბრიდან სანაკრებო შეკრებას შეუერთდება.
და ბოლოს, კიდევ ორი ჩემპიონატში, ჩვენს სამ ფეხბურთელზე რომლებიც ჩვენი აზრით, ურიგოდ არ გამოიყურებიან და თან მეტ-ნაკლებად სანაკრებო გამოცდილებაც უმაგრებთ ზურგს.
აზერბაიჯანის სუპერ ლიგაში, სანაკრებო შესვენებაზე მე-3 ტური გაიმართა. გიორგი პაპუნაშვილისა და დავით ვოლკოვის „ზირე", „კაპაზს" დაუპირისპირდა და დიდი ანგარიშით 5-0 გაიმარჯვა. ქართველებმა სასტარტო შემადგენლობიდან დაიწყეს. „პაპუნა" მე-80 წუთზე შეცვალეს, აი, დავით ვოლკოვმა კი, 83-ე წუთზე გაიტანა.
კვიპროსის ჩემპიონატზე, 2 ტურის შემდგე, ქულების მაქსიმუმით, პირველ ადგილზეა ლიმასოლის „არისი". გიორგი ქვილითაიას გუნდმა, მეორე ტურში 0-1, გასვლით შეხვედრაში „ომონია არადიპუ" დაამარცხა. „ქვილითა" სათადარიგო შემადგენლობაში იყო და თამაშში მეორე ტაიმიდან ჩაერთო. საინტერესოა, რომ მისმა გუნდმა მსაჯის მიერ თამაშისთვის კომპენსირებული დროის მე-9 წუთზე გაიტანა გოლი.
დღეისათვის სულ ეს იყო, იმედია ქართული ლეგიონი სანაკრებო შეკრებას საბრძოლო განწყობით დაიწყებს და უახლოეს ორ თამაშში, მაქსიმალურ ქულებსაც დააგროვებს.