ექვსი მედალი და უკეთესო მომავლის იმედი
ექვსი მედალი და უკეთესო მომავლის იმედი
31.08.2025
ავტორი: TSFF.Ge

დღეს, გუნდური შეჯიბრით, ბულგარეთში ჯუდოში, კადეტთა მსოფლიო ჩემპიონატი დასრულდა. საქართველოს შერეული ნაკრები სამწუხაროდ, პირველივე წრეში, 2-4 აზერბაიჯანის ნაკრებთან დამარცხდა და ასპარეზობას გამოეთიშა.


თუმცა, მანამდე, პირად პირველობაზე ქართული ჰიმნი, +90 კგ წონით კატეგორიაში მოასპარეზე იოანე აბალაკმა მოახერხა. გორელმა ჯუდოკამ ფინალში იაპონელი კაიტო ტოკიტა ულამაზესი იპონით დაამარცხა.


სწორედ ტოკიტამ გამოთიშა ასპარეზობას 1/2 ფინალიდან გიორგი ქარჩაიძე, რომელიც საბოლოოდ, ბრინჯაოს მედალი მოიგო.


მათ გარდა, ბრინჯაოს მედელი კიდევ სამმა ქართველმა კადეტმა ჯუდოკამ  ქეთი რობაქიძემ (-70 კგ), ვასილ გამეზარდაშვილმა (-73კგ) და გიორგი ზურაბაშვილმა (-90 კგ) მოიგო. ვერცხლის მედლის მფლობელი გახდა გიორგი მუმლაძე (-81 კგ).


სხვათა შორის, ბრინჯაოს მედალთან ახლოს იყო ნანა გულბიანი (-63კგ), რომელმაც 1/2 იასპარეზა. თუმცა, ბოლო ორთაბრძოლაში დამარცხდა. რეპეშაჟში იასპარეზა სოფიო თათრიშვილმა (-57კგ), რეპეშაჟიდან გამოეთიშნენ ასპარეზობას სალომე მერკვილაძე და მარიამ გულიაშვილიც (-52 კგ ორივე).


საერთო ჯამში პირად ჩათვლაში ქართველმა კადეტმა ჯუდოკებმა, ტურნირში მონაწილე 51 ქვეყანას შორის მე-5 ადგილი აიღეს ერთი ოქროს, ერთი ვერცხლისა და ოთხი ბრინჯაოს მედალით.


და ბოლოს, ვინაიდან სოფიაში დასრულებულ მსოფლიო ჩემპიონატზე, ქართველმა გოგონებმა წინა წლებთან შედარებით უკეთ იასპარეზეს და გამომდინარე იმ გარემოებიდან, რომ კადეტებში, გოგონათა ნაკრებთან სექტემბრიდან იაპონელის სპეციალისტიც იმუშავებს, იმედს ვიტოვებთ, რომ მომავალ შეჯიბრებზე, ქართველო გოგონები, კიდევ უფრო მაღალი შედეგისთვის იბრძოლებენ.



ფოტო: © Di Feliciantonio Emanuele