
ქართული ლეგიონიდან ევროტურნირებზე საკვალიფიკაციო ეტაპიდან ყველა აგრძელებს ასპარეზობას. ერთი მხოლოდ, გურამ კაშიას „სლოვანმა" უეფა-ს ევროპა ლიგიდან, კონფერენს ლიგის მთავარ ტურნირზე გადაინაცვლა. უეფა-ს ევროპისა და კონფერენს ლიგების წილისყრა ხვალ, 29 აგვისტოს გაიმართება. 28 აგვისტოს კი, ქართველებისთვის ევროტურნირებზე მოვლენები საინტერესოდ განვითარდა.
უეფა-ს ევროპა ლიგა
„იანგ ბოიზმა" გურამ კაშიას „სლოვანი" საპასუხო შეხვედრაშიც დაამარცხა, ამჯერად, ანგარიშით 3-2 (ორი შეხვედრის ჯამში 4-2) და გათამაშების მომდევნო ეტაპზე გავიდა. საქართველოს ეროვნული ნაკრების კაპიტანი, რომელიც რამდენიმე დღეში თბილისში, ეროვნულ ნაკრებთან ერთად, სექტემბრის თამაშებისთვის მზადებას შეუდგება და ვაისმა ის 55-ე წუთზე შეცვალა. როგორც წესი, საქართველოს ნაკრები ყოფილი მთავარი მწვრთნელი, ვლადიმირ ვაისი, „კაშოს" თვალდახუჭული „ენდობოდა", ბოლო დროს კი, ვეტერან ფეხბურთელს, სულ უფრო ცოტა და ცოტა სათამაშო დროს აძლევს. შესაბამისად, სანაკრებო გადმოსახედიდან გამომდინარე ჩნდება კითხვა, რამდენად მზად არის კაშია სექტემბრის თამაშებისთვის. და ბოლოს, „სლოვანის" თემა, რომ ამოვწუროთ, გეტყვით, რომ ქართველი მცველის გუნდი, უეფა-ს მესამე რანგის ტურნირის, უეფა-ს კონფერენს ლიგის გათამაშების ჯგუფში გადაინაცვლებს.
უეფა-ს ევროპა ლიგაზე აგრძელებს ასპარეზობას ლუკა გუგეშაშვილის ბერძნული „პაოკი". ხორვატულ „რიეკასთან" მატჩში, მართალია, ჩვენი ეროვნული ნაკრების მეკარე კვლავ სათადარიგო სკამზე იჯდა, მაგრამ მისმა გუნდმა, საკუთარ კედლებში, „რიეკა" 5-0 გაანადგურა, ორი შეხვედრის ჯამში, 5-1 გაიმარჯვა და ახლა, ხვალინდელ წილისყრას და ევროპა ლიგის ჯგუფს დაელოდება, სადაც არაა გამორიცხული სხვა ქართველების კლუბსაც გადაეყაროს.
უეფა-ს ევროპის კონფერენს ლიგა
კვლავ არ უთამაშია ლატვიური კლუბის შემადგენლობაში ლაშა ოდიშარიას. მისმა RFS-მა კი დღეს, მალტის წარმომადგენელ „ჰამრუნ სპარტანთან" ფრედ, 2-2 ითამაშა. სახლში, გუნდების დაპირისპირების პირველ ეტაპზე მინიმალური ანგარიშით, 1-0 მოგებული მატჩის ხარჯზე კი, ორი შეხვედრის ჯამში 2-3 სწორედ, მალტურმა კლუბმა მოიგო და კონფენერს ლიგის მთავარ ტურნირში აგრძელებს ასპარეზობას. RFS-ი კი, მომავალი სეზონიდან ეცდება ევროტურნირებზე უფრო წინ წაიწიოს.
სტამბოლში, ვადაფონ არენაზე, გაბრიელ სიგუას „ლოზანამ" „ბეშიქთაშის" დამარცხება მოახერხა, ანგარიშით 0-1 და ორი შეხვედრის ჯამში, 1-2 გაიმარჯვა. შვეიცარულ გუნდს, უეფა-ს კონფერენს ლიგის მთავარ ტურნირზე ასპარეზობის საგზური პირველი ტაიმისთვის, მსაჯის მიერ კომპენსირებულ დროში, ნათან ბატლერ-ოიედეჯის გოლმა მოუტანა. თურქული გრანდი, მეორე ტაიმში კაცნაკლული დარჩა, 76-ე წუთიდან კი, თამაშში ჩენი გაბრიელ სიგუა ჩაერთო, რომელსაც თავის მხრივ, დიდ იმედებს უკავშირებენ რეალურად, მშენებარე ახალგაზრდულ ნაკრებს. შეგახსენებთ, რომ სიგუა, რამაზ სვანაძის გუნდში, ოთხიდან ერთია, რომელსაც ამ ნაკრებში თამაშის გამოცდილება აქვს.
კონფერენს ლიგის მთავარ ტურნირში აგრძელებს ასპარეზობას ანრი მექვაბიშვილის „უნივესრიტატია კრაიოვაც". კიდევ ერთი ქართველის კლუბმა, ევროტურნირებს მიღმა სტამბოლის კიდევ ერთი კლუბი „ბაშაქშეჰირი" დატოვა. პირველი შეხვედრისგან განსხვავებით, რომელიც რუმინულმა კლუბმა სტამბოლში, 1-2 მოიგო, საკუთარ კედლებში, „უნივერსიტატიამ" უფრო დამაჯერებლად 3-1 გაიმარჯვა. საერთო ჯამში კი, 5-2 მოიგო. ანრი მოედანზე 77-ე წუთზე შევიდა. ამის შემდეგ, მსაჯს საკმაოდ გარჯა მოუხდა. გერმანელმა მსაჯმა, დარჩენილ დროში, სამჯერ უჩვენა ფეხბურთელებს წითელი ბარათი, ერთხელ მასპინძელი, ხოლო ორჯერ სტუმარი გუნდის საზიანოდ.
„სერვეტესა" და „შახტარის" დაპირისპირების ორივე მატჩის ძირითადი დრო ფრედ, 1-1, საბოლოოდ კი, 2-2 დასრულდა. გამარჯვებულის გამოსავლენად დამატებითი დრო გახდა საჭირო. არდა თურანიც, სწორედ ამ დროში ენდრო ქართველს, ირაკლი აზაროვი მოედანზე როგორც იქნა გამოჩნდა. მას სათამაშოდ დამატებულ ტაიმებში მხოლოდ 20 წუთი მიეცა. პირველი დამატებითი ტაიმის მიწურულს აზაროვმა კარის მიმართულებითაც დაარტყა, თუმცა, ბურთი კარს ასცდა. 113-ე წუთზე კი, ელიასმა „შახტარს", კონფერენს ლიგის მთავარი ტურნირის საგზური მოუტანა. „შახტარმა" 1-2, ორი შეხვედრის ჯამში კი, 2-3 გაიმარჯვა.