კსუ-მ მოიგო, თუმცა ჯგუფიდან გასვლის შანსი თითქმის არ არის
კსუ-მ მოიგო, თუმცა ჯგუფიდან გასვლის შანსი თითქმის არ არის
28.08.2025
ავტორი: თამარ ჯიშკარიანი

ფუტსალში, საქართველოს მოქმედმა ჩემპიონმა კსუ-მ, უეფა-ს ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო ჯგუფური ეტაპის მეორე შეხვედრა მოიგო.  კსუ-მ ირლანდიური „ბლუ მეჯიქ დუბლინი "  4-1 დაამარცხა.


თბილისელებმა, ანგარიში 54-ე წამზე გახსნეს, გოლი გიორგი ჩიმაკაძემ გაიტანა. მალე, ნიკა მანგოშვილის გოლის შემდეგ, ქართული გუნდი უკვე 2-0-ს იგებდა. ოდნავ მოგვიანებით კი, მანგოშვილმა დუბლიც (9'05'', 23'59'') გაიფორმა. მიუხედავად იმისა, რომ ძირითადად მატჩი, ქართული გუნდის კარნახით მიმდინარეობდა, ირლანდიელები რიგ მომენტებში მწარედ იკბინებოდნენ.  29'41'' წუთზე ბერალდომ ერთი ბურთი გაქვითა. თუმცა, მალევე საბა ტყეშელაშვილის (32'55'') გოლის შემდეგ, კსუ-მ სტატის-კვო აღადგინა. მატჩის  დასრულებამდე 4 წუთით ადრე კი, ანგარიშის გაზრდის რეალური შანსი გაანიავა - ჩვენი გუნდის მეკარემ, ალი ასლანმა პენალტი ვერ გამოიყენა. მიუხედავად ამისა, კსუ-მ, შეიძლება ითქვას, დამაჯერებლად მოიგო.


ქვეყნის მოქმედი ჩემპიონი, ჯგუფის ბოლო შეხვედრას 30 აგვისტოს,  19:00 საათზე, „კარდიფს" შეხვდება, რომელმაც პირველი მატჩი ირლანდიურ კლუბთან წააგო. იმ შემთხვევაში კი, თუ „კარდიფი" დღესაც დამარცხდება, რაც იმას ნიშნავს, რომ ტურნირის მასპინძელი, ბოსნიური გუნდი „ბუბა მარა" გაიმარჯვებს (შეგახსენებთ, G ჯგუფის პირველ შეხვედრაში კსუ, სწორედ ბოსნიელებთან დამარცხდა), ბოსნია და ჰერცეგოვინას ჩემპიონი, პრაქტიკულად გაინაღდებს, გათამაშების მომდევნო ეტაპზე თამაშის უფლებას. მომდევნო ეტაპზე კი, ჯგუფიდან მხოლოდ ერთი გუნდი გადის.