გრძელი გზა პუშკაშ არენამდე 16 სექტემბრიდან დაიწყება
გრძელი გზა პუშკაშ არენამდე 16 სექტემბრიდან დაიწყება
28.08.2025
ავტორი: თამარ ჯიშკარიანი

რამდენიმე წუთის წინ  მონაკოში დასრულდა უეფა-ს 2025-26 წლების სეზონის ჩემპიონთა ლიგის წილისყრა. გათამაშებაში ქართველი ლეგიონერების 4 კლუბი პსჟ (ხვიჩა კვარაცხელია), „ლივერპული" (გიორგი მამარდაშვილი), „სპორტინგი" (გიორგი ქოჩორაშვილი) და „ქაირათი" (გიორგი ზარია, ლუკა გადრანი).


გათამაშების პირველი ეტაპი 16 სექტემბრიდან დაიწყება და 2026 წლის 28 იანვარს დასრულდება. ბუდაპეშტისკენ, ჰუშკაშ არენაზე მოსახვედრად, გრძელ გზაზე, თავდაპირველად, გუნდებს 8-8 შეხვედრის გამართვა მოუწევთ, აქედან ოთხის სახლში და ოთხიც გასვლაზე. ახალი, თუმცა უკვე, ერთი წლის ფორმატის მიხედვით საერთო ცხრილში, პირველი 16 გუნდი მერვედფინალში გააგრძელებს ასპარეზობას.




ზუსტი კალენდარი რამდენიმე დღეში გახდება ცნობილი, მანამდე კი, სავარაუდო თარიღები:


მატჩის დღე  1: 16-18 სექტემბერი 2025

მატჩის დღე 2: 30 სექტემბერი -1 ოქტომბერი 2025

მატჩის დღე  3: 21/22 ოქტომბერი 2025

მატჩის დღე 4: 4/5 ნოემბერი 2025ა

მატჩის დღე 5: 25/26 ნოემბერი 2025

მატჩის დღე 6: 9/10 დეკემბერი 2025

მატჩის დღე 7: 20/21 იანვარი 2026

მატჩის დღე 8: 28 იანვარი 2026


ფლეი-ოფის ფაზა

ფლეი ოფის : 17/18 და 24/25 თებერვალი 2026

1/8 ფინალი: 10/11 და  17/18 მარტი 2026

1/4 ფინალი: 7/8 და 14/15 აპრილი 2026

1/2 ფინალი: 28/29 აპრილი  და 5/6 მაისი 2026

ფინალი: 30  მაისი 2026 (ბუდაპეშტი)


და შეგახსენებთ, რომ გიორგი ზარიასა და ლუკა გადრანის ყაზახური „ქაირათი" უეფა-ს ჩემპიონთა ლიგის გათამაშების ამ საფეხურზე დებიუტანტია.