ფუტსალში საქართველოს ჩემპიონმა ევროტურნირი მარცხით დაიწყო
ფუტსალში საქართველოს ჩემპიონმა ევროტურნირი მარცხით დაიწყო
28.08.2025
ავტორი: თამარ ჯიშკარიანი


ფუტსალში, საქართველოს ჩემპიონმა კსუ-მ დღეს უეფა-ს ჩემპიონთა ლიგაზე დაიწყო ასპარეზობა. წინასწარ შესარჩევ ეტაპზე ქართველთა ჩემპიონი წილისყრამ, G ჯგუფში გადაანაწილა „ბუბა მარასან" (ბოსნია და ჰერცეგოვინა), „კარდიფითან" (უელსი) და „ბლუ მეჯიქ დუბლინთან" (ირლანდია) ერთად.


მინი ტურნირს კი, ჩვენი გუნდი,  ბოსნია და ჰერცეგოვინა დღეიდან, 27-დან 30 აგვისტოს ითამაშებს. გახსნით შეხვედრაში კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის გუნდი ტურნირის მასპინძელი ქვეყნის ჩემპიონს „ბუბა მარას" დაუპირისპირდა და 1-4 წააგო.


ამ შეხვედრაში ანგარიში ჯანიკო გიორგიამ (17'52'') გახსნა. თუმცა, ქართველებს სიხარული დიდხანს არ დასცალდათ. იგორ ოსრედკარმა ანგარიში მალევე (18'31'') გაათანაბრდა. პირველი ტაიმიც ფრედ 1-1 დასრულდა. მეორე ტაიმში კი, ოსრედკარმა დუბლი (24'57'') გაიფორმა. კიდევ 20 წამში, (25'17'') სამირ გოსტრომ, ანგარიში კიდევ გაზარდა, 34'38'' კი ედვინ ბოსნიჩმა საბოლოო ანგარიში დააფიქსირა.


საქართველოს ჩემპიონი მომდევნო შეხვედრას 28 აგვისტოს გამართავს და ირლანდიურ „ბლუ მეჯიქ დუბლინს" თბილისის დროით 19:00 საათზე დაუპირისპირდება.


ჯგუფის ბოლო შეხვედრაში კი, ასევე 19:00 საათზე, კსუ, 30 აგვისტოს „კარდიფს" შეხვდება.