
საქართველოს ახალგაზრდული ნაკრები ახალ შესარჩევ ციკლს, ახალი შემადგენლობით დაიწყებს. რამაზ სვანაძის გუნდის 23 ფეხბურთელისგან შემდგარ განაცხადში, მხოლოდ ოთხი ფეხბურთელი მიშიკო მაქაცარია, ლუკა ლაცაბიძე, გაბრიელ სიგუა, ირაკლი იეგოიანი არიან „ძველები", ფეხბურთელები, რომლებიც წინა შესარჩევ ციკლში მონაწილეობდნენ.
უკვე ცნობილია, რომ ტრავმის გამო, სვანაძის გუნდში ვერ მოხვდა ვახო სალიამ, რომელმაც ტრავმა „ნიუკასლში" გადასვლიდან მალევე მიიღო. მის გარეშე კი ახალგაზრდული ნაკრები ასე გამოიყურება:
მეკარეები: მიხეილ მაქაცარია („დინამო თბილისი"), საბა ქაჯაია („რეალ მურსია", ესპანეთი), რევაზ კურტანიძე („იბერია 1999").
მცველები: ჟორჟე ქარსელაძე („აკადემიკა კოიმბრა", პორტუგალია), დავით ბუკია („ლოკომოტივი" თბილისი), ლუკა ლაცაბიძე („დინამო თბილისი"), ალექსანდრე ნარიმანიძე („ჟილინა", სლოვაკეთი), მათე შათირიშვილი („დინამო თბილისი"), აკაკი გიუნაშვილი („კოლხეთი 1913", ფოთი), საბა ხარებაშვილი („დინამო თბილისი"), გიორგი ტაბატაძე („ვაილე", დანია).
ნახევარმცველები: დაჩი ლორთქიფანიძე („კრემონეზე", იტალია), ნიკოლოზ დადიანი („იბერია 1999"), გაბრიელ სიგუა („ლოზანა სპორტი", შვეიცარია), ცოტნე ბერელიძე („დინამო თბილისი"), გია ნადარეიშვილი („გაგრა"), ირაკლი იეგოიანი („ექსელსიორი", ნიდერლანდები), ლუკა წულუკიძე („დინამო ბათუმი"), გიორგი ხარებავა („კოლხეთი 1913", ფოთი), ალეკო ბასილაძე („ტორპედო" ქუთაისი).
თავდამსხმელები: დიეგო დეისაძე („ტერმალიკა ნეცეჩა", პოლონეთი), საბა გეგიაძე („სპაერი"), დავით გოცირიძე („გაგრა").
საქართველოს 21-წლამდე ნაკრები ევროპის 2027 წლის ჩემპიონატისთვის წყალტუბოში შეიკრიბება, ისევე, როგორც წინა შესარჩევი ციკლის დასაწყისში და პირველ შეხვედრას კვლავ ქუთაისში, რამაზ შენგელიას სახელობის სტადიონზე გამართავს. ახალი შესარჩევი ციკლის სასტარტო შეხვედრაში, 9 სექტემბერს, 20:00 საათზე, ჩვენი გუნდი ჩრდილოეთ ირლანდიის ნაკრებს დაუპირისპირდება.
იხილეთ 21-წლამდე ნაკრების შესარჩევი თამაშების სრული კალენდარი